ლეო I: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
კატეგორიის ჩამატება კათოლიკური წმინდანები (HotCat-ის გამოყენ
ბოტის შეცვლა: lt:Popiežius Leonas I; cosmetic changes
ხაზი 2:
'''ლეო I დიდი''' ({{lang-la|Leo PP. I}}; დ. [[390]] –გ. [[10 ნოემბერი]], [[461]]) - [[რომის პაპი]] [[440]]-[[461]] წწ. [[რომის კათოლიკური ეკლესია|კათოლიკური]] და [[მართლმადიდებლობა|მართლმადიდებელი]] ეკლესიის [[წმინდანი]]. კათოლიკური ეკლესია მოიხსენიებს 12 ნოემბერს, ხოლო მართლმადიდებლური 2 მარტს.
 
== ცხოვრება ==
პაპმა შესანიშნავი და მრავალმხრივი განათლება მიიღო, რაც ბრწყინვალე საერო კარიერას უმზადებდა, მაგრამ სულიერი ცხოვრებისკენ მიდრეკილმა ჭაბუკმა სხვა გზა აირჩია – წმინდა [[პაპი]]ს, [[სიქსტუს III]]-ის ([[432]]-[[440]]) დროს იგი არქიდიაკვნად ეკურთხა, მისი სიკვდილის შემდეგ, 440 წელს, კი რომის პაპიც გახდა. ამ დროს ეკლესიას აშფოთებდა სხვადასხვა მწვალებლური სწავლებები. მღვდელმთავარი ლეო საოცარ სიმტკიცესა და შეურყევლობას იჩენდა, როცა საქმე აღმსარებლობის დაცვას ეხებოდა. იგი მართლმადიდებლური ეკლესიის სახელით გაბედულად ამხელდა [[ქრისტე]]ს ერთბუნებოვნების მქადაგებელ ევტიქისა და დიოსკორეს ერესებს, აგრეთვე [[ნესტორი (კონსტანტინოპოლის პატრიარქი)|ნესტორის]] მწვალებლობას; ბიზანტიის იმპერატორებთან, [[თეოდოსი II (ბიზანტია)|თეოდოსი II-სთან]] ([[408]]-[[450]]) და [[მარკიანე (ბიზანტია)|მარკიანესთან]] ([[450]]-[[475]]) გაგზავნილი ეპისტოლეებით მან დიდად შეუწყო ხელი [[ქალკედონის მსოფლიო საეკლესიო კრება|ქალკედონის IV მსოფლიო კრების]] ([[451]]) მოწვევას მონოფიზიტების დასაგმობად. კრებაზე, რომელსაც 630 ეპისკოპოსი ესწრებოდა, წაკითხულ იქნა მღვდელმთავარ ლეოს ეპისტოლე უკვე მიცვალებული კონსტანტინეპოლელი პატრიარქის [[ფლავიანე (კონსტანტინოპოლის პატრიარქი)|ფლავიანეს]] ([[447]]-[[449]]) მიმართ, რომელიც 449 წელს ეფესოში გამართულ [[ეფესოს ავაზაკთა კრება|ავაზაკთა კრებას]] ემსხვერპლა. პაპის ეპისტოლეში მოცემული იყო მართლმადიდებლური სწავლება [[ქრისტე]]ს ორბუნებოვნების შესახებ, რომელსაც კრების მონაწილე ყველა ეპისკოპოსი დაეთანხმა. ერეტიკოსები ევტიქი და დიოსკორე ეკლესიიდან განკვეთეს. წმინდა პაპი ბარბაროსთა შემოტევებისგანაც იცავდა თავის სამშობლოს: [[452]] წელს მან სიტყვის ძალით დააშოშმინა იტალიის დასანგრევად და ასაოხრებლად გამზადებული ჰუნების მრისხანე მთავარსარდალი [[ატილა]], 455 წელს კი რომში შემოჭრილ [[ვანდალები]]ს წინამძღვარს ჰუნზერიხს შეაგონა, არ დაენგრია ქალაქი, შენობები არ გადაეწვა და სისხლი არ დაეღვარა.
 
ხაზი 9:
წმინდა მამა [[461]] წელს გარდაიცვალა და რომში, ვატიკანის ტაძარში დაკრძალეს. მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა მოიცავს 96 ქადაგებას და 143 ეპისტოლეს.
 
== ლიტერატურა ==
 
* „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
 
{{დაიწყე ყუთი}}
ხაზი 18:
 
{{რომის პაპი}}
 
[[კატეგორია:რომის პაპები]]
[[კატეგორია:დაბადებული 390]]
Line 51 ⟶ 52:
[[ko:교황 레오 1세]]
[[la:Leo I (papa)]]
[[lt:Popiežius Leonas I]]
[[mk:Папа Лав I]]
[[mn:I Лео (Ромын пап)]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლეო_I“-დან