ნიკო ნიკოლაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
188.129.254.10-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა ბოლოს VolkovBot-ის მიერ რედაქტირებული ვე�
ხაზი 2:
'''ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე ნიკოლაძე''' (დ. 27 სექტემბერი/ [[9 ოქტომბერი]], [[1843]], [[ქუთაისი]] ― გ. 5 აპრილი/[[1928]], [[თბილისი]]), [[ქართველები|ქართველი]] პუბლიცისტი, კრიტიკოსი, რევოლუციონერ-დემოკრატი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, სამოციანელთა თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი და [[ილია ჭავჭავაძე|ილია ჭავჭავაძის]] ერთ–ერთი უახლოესი თანამებრძოლი.
 
==ბიოგრაფია==
==ბიოგრაფია==ნიკო ნიკოლაძე დაიბადა დიდ ჯიხაიშში, წარმოშვებით ნიკოლაძეების გვარი სოფელ სკანდედანაა. სკანდე ადრეული შუა საუკუნეების ერთ ერთი მნიშვნელოვანი ციხე-ქალაქი იყო.
 
[[1860]] წელს დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია, ამავე წელს ჟურნალ "[[ცისკარი (ჟურნალი)|ცისკარში]]" (NN 9,10) მოათავსა თავისი პირველი წერილები. [[1861]] წელს შევიდა [[სანქტ-პეტერბურგი|სანქტ-პეტერბურგის]] უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე და აქტიურ მონაწილეობა მიიღო სტუდენტთა [[1861]] ცნობილ გამოსვლებში, რის გამოც დააპატიმრეს და უნივერსიტეტიდან გარიცხეს. [[1862]] ჟურნალ "[[ისკრა]]ში" (NN 11,12,28,29) გამოაქვეყნა მხატვრული ნარკვევი "პეტერბურგის მხარეზე", რომელშიც აღწერილია სტუდენტთა ცხოვრება. [[1862]] სამშობლოში დაბრუნდა და მონაწილეობდა ჟურნალ "ცისკრის" ფურცლებზე ძველი და ახალი თაობას შორის გამართულ იდეურ-ლიტერატურულ ბრძოლაში. შემდეგ კვლავ პეტერბურგს გაემგზავრა და გაზეთ "ნაროდნოე ბოგატსტვოს" რედაქტორობდა. [[1864]] ჟურნალ "სოვრემენიკში" გამოქვეყნდა მისი ნარკვევი "პროვინციული სურათები", ამავე წელს სწავლის გასაგრძელებლად საზღვარგარეთ წავიდა, [[პარიზი|პარიზიდან]] თანამშრომლობდა გაზეთ "სანკტ-პეტერბურგსკიე ვედომოსტში". ა. გერცენის მიწვევით თანამშრომლობდა "[[კოლოკოლი|კოლოკოლში]]", რომელშიც დაბეჭდა სტატიები: "გლეხთა განთავისუფლება საქართველოში", "ჩვენი მომავალი ვექილები", «"მოსკოვსკიე ვედომოსტის" სამსჯავროს წინაშე», "თბილისიდან", "ივლისის დღეები თბილისში", "საქართველოდან". "კოლოკოლში" თანამშრომლობა ნიკოლაძემ [[გერცენი, ალექსანდრე|ა. გერცენთან]] და [[ოგარიოვი, ნიკოლოზ|ნ.ოგარიოვთან]] უთანხმოების გამო შეწყვიტა. ნიკოლაძემ [[ლონდონი|ლონდონში]] [[ლაფარგი, პოლ|პ. ლაფარგის]] მეშვეობით გაიცნო[[მარქსი, კარლ|კ. მარქსი]], რომელსაც მისთვის შეუთავაზებია I ინტერნაციონალის წარმომადგენლობა კავკასიაში, მაგრამ ევროპაში სასწავლებლად წასულ ახალგაზრდას სამშობლოში დაბრუნება ნაადრევად მიუჩნევია. [[1866]] ნიკოლაძემ [[ფრანგული ენა|ფრანგულ ენაზე]] გამოსცა თავისი პირველი წიგნი "მთავრობა და ახალი თაობა", 1868 [[ჟენევა|ჟენევაში]] ლ.მეჩნიკოვთან ერთად დააარსა ჟურნალ "სოვრენნოსტი", რომელშიც დაიბეჭდა ნიკოლაძის ცნობილი სტატიები: "რუსული ემიგრაცია", "ორი თაობა", "ევროპის ცხოვრება", "ნაროდნოე დელო", "რევოლუციონერის როლი". ამავე წელს მ.ელპიდინთან ერთად გამოსცა ნ.ჩერნიშევსკის თხზულების პირველი ტონი და რომანი "რა ვაკეთოთ?!", რომელთა შესავალი წერილები ეკუთვნის ნიკოლაძეს. [[შვეიცარია|შვეიცარიაში]] ყოფნის დროს [[1868]] დაამთავრა [[ციურიხი|ციურიხის]] უნივერსიტეტი და დაიცვა დისერტაცია თემაზე "განიარაღება და მისი ეკონომიკური და სოციალური შედეგები" (ფრანგულ ენაზე ცალკე წიგნად გამოვიდა ჟენევაში), რისთვისაც მიენიჭა ციურიხის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი. [[1870]] იანვარში ნიკოლაძე ქუთაისში დაბრუნდა, ხოლო მარტში უკვე თბილისში გადმოვიდა გაზეთ "[[დროება (გაზეთი)|დროების]]" თანამშრომლად. [[1871]] წლიდან სათავეში ჩაუდგა ჟურნალ "კრებულს", რომელშიც გამოაქვეყნა ბევრი საპროგრამო ხასიათის სტატია პოლიტიკურ და ლიტერატურის საკითხებზე. [[1872]] პარიზში იმოგზაურა და თავისი შთაბეჭდილებები სათაურით "სხვათა შორის" ჟურნალ "კრებულში" გამოაქვეყნა. [[1873]] იგი კვლავ პარიზში იყო, ამჯერად ტყიბულის ქვანახშირის საქმეების მოსაგვარებლად. [[1873]] წლის 1 აპრილიდან პარიზშივე დაიწყო ჰექტოგრაფიულად ნაბეჭდი გაზეთ "დროშის" გამოცემა (დაისტამბა 10 ნომერი). მაისში ნიკოლაძე უკვე სამშობლოში დაბრუნდა და დაიწყო დიდი ლიტერატურული-საზოგადოებრივი მოღვაწეობა; თანამშრომლობდა გაზეთ "დროებასა" და ჟურნალ "კრებულში"; [[1878]]-იდან გამოსცემდა გაზეთ "ობზორს", რომელიც [[1880]] წელს მთავრობამ დახურა და მისი რედაქტორი [[სტავროპოლი|სტავროპოლში]] გადაასახლა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნიკო_ნიკოლაძე“-დან