გურჯაანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 46:
ისტორიული წარსული
[[არქეოლოგიური გათხრები]] მოწმობს, რომ [[გურჯაანის მუნიციპალიტეტის]მუნიციპალიტეტი] ტერიტორია უხსოვარი დროიდან ყოფილა დასახლებული; [[1965]] წელს აქ აღმოჩენელია ქვის ხანის ადამიანის სადგომი.
მუნიციპალიტეტის ტერიტორია მჭიდროდ ყოფილა დასახლებული როგორც ბრინჯაოს, ისე ანტიკურ და ფეოდალურ ხანაში. ისტორიული დასახლება მრავალი ბრძოლის მოწმეა: განსაკუთრებით აღსანიშნავია კახეთის 1812 წლის გლეხთა აჯანყება, რომელიც მიმართული იყო რუსეთის თვითმპყრობლური პოლიტიკის წინააღმდეგ. გადამწყვეტი ბრძოლა აჯანყებულებსა და მეფის ჯარებს შორის სოფელ ჩუმლაყში ე.წ. "ფაფრისხევის" მინდორზე მოხდა. 4000 გლეხი უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდა.
"გურჯაანის" სახელის წარმოშობასთან დაკავშირებით ხალხურ გადოცემებში მრავალი ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ისტორიულად დასაბუთებული ვერსიის თანახმად ამ სახელს თურქული წარმოშობა აქვს: სიტყვა "გურჯ" თურქულია და ქართველს ნიშნავს, ხოლო "გურჯაანი" - ქართველთა სადგომს. შუა საუკუნეების რუკაზე ახტალასა და ჩუმლაყს შორის აღნიშნულია გურემანი და ვარაუდობენ, რომ სწორედ სახელწოდება გურჯაანი არის გურემანის სახეცვლილი ფორმა. [[1757]] წელს შედგენილ "განწესებაში თეიმურაზ მეორისა საჭერემლო სამწყსოს მიბარების შესახებ" გურჯაანი მოიხსენიება გურჯანად.
1917 წლამდე ახლანდელი გურჯაანის ტერიტორია თბილისის გუბერნიის თელავის მაზრაში შედიოდა, ხოლო 1921 წლამდე თბილისის გუბერნიის სიღნაღის მაზრაში. 1930 წლიდან ის ჯერ კახეთის ოლქის, შემდეგ გურჯაანის რაიონის შემადგენლობაში შევიდა და შესაბამისად ჯერ საოლქო, შემდეგ დამოუკიდებელი რაიონული და სარკინიგზო კვანძი გახდა. 1934 წლიდან სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის დადგენილებით შეიქმნა ქალაქი გურჯაანი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გურჯაანი“-დან