თემურლენგის მეექვსე ლაშქრობა საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 11:
შემდეგ [[ქსანი (მდინარე)|ქსნის]] მიდამოებში შეიჭრნენ. ქსნის ერისთავი [[ვირშელ ქსნის ერისთავი|ვირშელი]] [[ნახჭევანი]]ს ლაშქრობის მონაწილე იყო. როგორც ჩანს იქიდან წამოყვანილი ტყვეები [[ქსნის ხეობა]]შიც ყოფილან. თემურის ქსინს საერისთავოში შეჭრის ერთ-ერთი მიზანი მათი გათვისუფლებაც ყოფილა. ვირშელი [[ქნოღოს ციხე]]ში გამაგრდა და დიდი წინააღმდეგობაც გაუწია მომხდურებს. მტერმა ვიწრო ხეობაში დიდი ლაშქრის გაშლა ვერ მოახერხა და იზულებული გახდა უკან გამობრუნებულიყო, თუმცა ქსნის ხეობას ძალზედ დიდი ზარალი მიაყენა. ქსნის ხეობის შემდეგ მონღოლები ქართლში შეიჭრნენ. ქართლის მთავარი ჯანიბეგი დიდ წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა დამორჩილებოდა, თუმცა მისი სამფლობელო აოხრებას მაინც ვერ გადაურჩა. აღსანიშნავია, რომ ჯანიბეგის სამფლობელოშიც ყოფილა ნახიჭევანიდან წამოყვანილი მუსლიმანი ტყვეები.
 
შემდეგი დიდი ბრძოლა გაიმართა [[გორის ციხე]]სთან. ქართველთა წინააღმდეგობის მიუხედავად თემურლენგმა ციხე მაინც აიღო. გიორგი მეფე კვლავ ბრძოლით იხევდა უკან, თემურლენგი კი გზად ყველაფერს ანადგურებდა. შვიდი დღის განმავლობაში იცავდნენ ქართველები კარგად გამაგრებულ [[ძამის ციხე]]ს, რის შემდეგაც გიორგი მეფე იძულებული გახდა დაეტოვებინა ციხე, ალყა გაარღვია და დასავლეთისაკენ დაიხია. ტემურისთემურის ჯარმა იქაურობა ააოხრა დამოსახლეობადა მოსახლეობა უმოწყალოდ გაჟლიტა. ბოლო ბრძოლა გიორგი მეფემ [[ლიხის ქედი]]ს მიდამოებში გაუმართა მტერს. გიორგი მეფე იძულებული გახდა დასავლეთ საქართველოში გადასულიყო. თემურლენგმა დასავლეთ საქართველოში გადასვლა ვერ გაბედა.
 
ამის შემდეგ იგი [[სამცხე]]ს შეესია, გაძარცვა და ააოხრა. ტყვეებიც მრავლად მოაგროვეს. იქიდან [[თრიელეთი]]ს გამოვლით [[თეძამი|თეძმის]] ხეობაში ჩავიდნენ და იქაურობაც გაძარცვეს და ააოხრეს, მათ შორის [[რკონის მონასტერი]]ც. შემდეგ [[ქვათხევი]]ს მიდამოებიც დაარბიეს, მონასტერს კი ცეცხლი წაუკიდეს და იქ თავშეფარებული ხალხი, მათ შორის ბერ მონაზვნები გამოწვეს. ამის შემდეგ [[მცხეთა]]ში შევიდნენ და [[სვეტიცხოველი]] გაძარცვეს და დაანგრიეს. დიდი ბრძოლები გაიმნართა [[არაგვის ხეობა]]შიც. არაგვის მოსახლეობამაც დიდი ზარალი განიცადა. აქედან თემურლენგი სამხრეთით [[კოლა|კოლის]] მინდვრისაკენ გაემართა, გზად [[ფანასკერტის ციხე]] აიღო, მისი მიდამოები გაანადგურა და კოლის მინდორზე დაბანაკდა.
 
==იხილეთ ასევე==