თემურლენგის მეექვსე ლაშქრობა საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 7:
 
==მიმდინარეობა ==
თემურლენგისა და ქართველთა ლაშქარი [[სევანი (ტბა)|გოგჩის ტბასთან]] შეებნენ ერთმანეთს. ქართველთა ლაშქარს უკეთესი პოზიცია ეჭირა. ქარიანი დღე იყო და მტერს პირდაპირ სახეში აყრიდა მტვერს. [[ქართველები|ქართველებმა]] პირველივე შეტევისას თითქმის მთლიანად გაანადგურეს მტრის მეწინავე რაზმი. თუმცა თემურის ლაშქარი დიდად სჭარბობდა ქართველთა ლაშქარს. მთელი დღის ბრძოლის შედეგად მოღლილ ქართველებს საღამოს ახალი დიდი ძალებით შემოუტია თემურლენგმა. ქართველები იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ და [[ქვემო ქართლი]]ს მთებში, ციხესიმაგრეებსა და გამოქვაბულებში გამაგრებულიყვნენ. თემურლენგის მეომრები თოკებზე გამობმული კალათებით ეშვებოდნენ გამოქვაბულების წინ და ისრებით ცეცხლმოკიდებულ ჩვრებს შეისროდნენ. ასე გამოაირეს ქვემო ქართლის მთიანი ნაწილი. შემდეგ [[თბილისი|თბილისს]] მოადგნენ და დიდი ბრძოლებით ისიც აიღეს. თემურს გიორგი მეფის შეპყრობა სურდა და ყველაფერს აკეთებდა ამისათვის. მან სპეციალური რაზმები დაადევნა გიორგის. გიორგი მეფე ბრძოლით იხევდა უკან. მოწინააღმდეგეები ისე ახლო-ახლო იბრძოდნენ ერთმანეთთან, რომ გიორგის ამალის ზოგიერთი წევრი ტყვედაც კი ჩაიგდეს მონღოლებმა. გზადაგზა მტერი ანადგურებდა ეკლესიებს, ციხესიმაგრეებს, საცხოვრებელ სახლებს, ნათესებს, ხეხილის ბაღებს. ასე გავლეს [[მხრანი]] და მისი მიდამოები.

შემდეგ [[ქსანი (მდინარე)|ქსნის]] მიდამოებში შეიჭრნენ. ქსნის ერისთავი [[ვირშელ ქსნის ერისთავი|ვირშელი]] [[ნახჭევანი]]ს ლაშქრობის მონაწილე იყო. როგორც ჩანს იქიდან წამოყვანილი ტყვეები [[ქსნის ხეობა]]შიც ყოფილან. თემურის ქსინს საერისთავოში შეჭრის ერთ-ერთი მიზანი მათი გათვისუფლებაც ყოფილა. ვირშელი [[ქნოღოს ციხე]]ში გამაგრდა და დიდი წინააღმდეგობაც გაუწია მომხდურებს. მტერმა ვიწრო ხეობაში დიდი ლაშქრის გაშლა ვერ მოახერხა და იზულებული გახდა უკან გამობრუნებულიყო, თუმცა ქსნის ხეობას ძალზედ დიდი ზარალი მიაყენა. ქსნის ხეობის შემდეგ მონღოლები ქართლში შეიჭრნენ. ქართლის მთავარი ჯანიბეგი დიდ წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა დამორჩილებოდა, თუმცა მისი სამფლობელო აოხრებას მაინც ვერ გადაურჩა. აღსანიშნავია, რომ ჯანიბეგის სამფლობელოშიც ყოფილა ნახიჭევანიდან წამოყვანილი მუსლიმანი ტყვეები.
 
შემდეგი დიდი ბრძოლა გაიმართა [[გორის ციხე]]სთან. ქართველთა წინააღმდეგობის მიუხედავად თემურლენგმა ციხე მაინც აიღო. გიორგი მეფე კვლავ ბრძოლით იხევდა უკან, თემურლენგი კი გზად ყველაფერს ანადგურებდა. შვიდი დღის განმავლობაში იცავდნენ ქართველები კარგად გამაგრებულ [[ძამის ციხე]]ს, რის შემდეგაც გიორგი მეფე იძულებული გახდა დაეტოვებინა ციხე, ალყა გაარღვია და დასავლეთისაკენ დაიხია. ტემურის ჯარმა იქაურობა ააოხრა დამოსახლეობა უმოწყალოდ გაჟლიტა.
 
==იხილეთ ასევე==