ილორი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: es:Ilori
ბოტის შეცვლა: ru:Илори; cosmetic changes
ხაზი 1:
[[სურათიფაილი:Ilor.PNG|thumb|ილორის მდებარეობს ოჩამჩირის რაიონში]]
'''ილორი''' ([[აფხ.]] Елыр), სოფელი [[ოჩამჩირის რაიონი|ოჩამჩირის რაიონში]], [[აფხაზეთი]]. მდებარეობს [[შავი ზღვა|შავი ზღვის]] პირას, [[ოჩამჩირე]]სთან სიახლოვეს. სოფლის მოსახლეობა 1989 წელს შეადგენდა 2099 ადამიანს<ref>[http://www.ethno-kavkaz.narod.ru/rnabkhazia.html აფხაზეთის მოსახლეობის აღწერა 1886, 1926, 1939, 1959, 1970, 1979, 1989, 2003 წლებში]</ref> და ძირითადად ქართველებით იყო დასახლებული.
 
ეს მიდამო პირველად ისტორიული წყაროებში ნახსენებია XI საუკუნეში. შუა საუკუნეებში ილორი [[სამეგრელოს სამთავრო]]ს ნაწილი იყო. ამ სოფელში მდებარეობს დასავლეთ საქართველოს შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არქიტექტურული ძეგლი - [[ილორის წმინდა გიორგის ეკლესია]], რომელიც XI საუკუნის პირველ მეოთხედშია აგებული.
 
1886 წელს მეფის რუსეთის მიერ ჩატარებული აღწერის მონაცემებით ილორში ცხოვრობდა 1120 მართლმადიდებელი ქრისტიანი და 6 სუნიტი მაჰმადიანი. ილორში ორი თავადი, 136 აზნაური, 6 სასულიერო პირი და 982 გლეხი სახლობდა. XIX საუკუნის აღწერებში ილორის მოსახლეობა მიკუთვნებულია ეთნიკურ სამურზაყანოელებს, თუმცა ტერიტორიულად ეს ადგილი [[სამურზაყანო]]ს არ ეკუთვნოდა. 1926 წლის აღწერით მოსახლეობის ნახევარი აფხაზად ჩაეწერა, დანარჩენი ქართველად. ამავე დროს მცხოვრებთა მხოლოდ 5,6%-მა დაასახელა მშობლიურ ენად [[აფხ.|აფხაზური]], 91,1% მთავარ ენად [[მეგრ.|მეგრული]] აღნიშნა. შემდგომში ილორის თითქმის მთელი მოსახლეობა ქართველად მოიხსენებს თავს. 1992-93 წლების კონფლიქტის შედეგად სოფელი ილორი თითქმის მთლიანად განადგურდა (განადგურებულია 350 საცხოვრებელი სახლი) და გაუკაცრიელდა.
 
== სქოლიო ==
{{სქოლიოს სია}}
 
{{ესკიზი-საქართველო}}
{{ოჩამჩირის რაიონი}}
 
[[კატეგორია:ოჩამჩირის რაიონის სოფლები]]
 
Line 16 ⟶ 17:
[[en:Ilori]]
[[es:Ilori]]
[[ru:ИлорИлори]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ილორი“-დან