ავჭალა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Robot: Cosmetic changes
No edit summary
ხაზი 1:
'''ავჭალა''', [[თბილისი]]ს გარეუბანი 1962 წლიდან, ამჟამად [[გლდანი-ნაძალადევის რაიონი]]ს ნაწილი. ადრე სოფელი [[გარდაბნის რაიონი|გარდაბნის რაიონში]]. მდებარეობს თბილისის ჩრდილოეთით, [[საგურამოს ქედი]]ს მთისწინეთისა და [[გარე კახეთის ზეგანი|გარე კახეთის ზეგნის]] ჩრდილოეთ ნაწილში, მდ. [[მტკვარი|მტკვრის]] მარცხენა ნაპირის ტერასაზე, ზღვის დონიდან 440 მ.
 
ავჭალა საქართველოს ერთ-ერთი უძველესი სოფელი იყო. ისტორიულ ქრონიკებში ხშირად მოიხსენიება. [[დიდი თურქობა|დიდი თურქობის]] დროს, XI საუკუნის 80-იან წლებში, თურქები ზამთრობით ავჭალასა და [[დიღომი|დიღომში]] იდგნენ. IX-XI საუკუნეებში ავჭალა [[თბილისის საამირო]]ში შედიოდა, XII-XIII საუკუნეებში - [[კახეთი]]ს საერისთავოში.
 
ავჭალასთან მტკვარზე კარგი ფონი იყო, რითაც სარგებლობდნენ [[ლეკიანობა|ლეკი მოთარეშეები]]. ლეკებისაგან თავდასაცავად 1734 წელს მტკვრის გაყოლებით აშენდა ციხე და 12 კოშკი. 1887 წელს კი თბილისის წყლით მოსამარაგებლად შეკრიბეს წყაროები და გაიყვანეს ავჭალის წყალსადენი.
 
სოფელი ავჭალა გაყოფილი იყო ორ ნაწილად: ზემო და ქვემო ავჭალად. ზემო ავჭალა იწყებოდა თითქმის მცხეთიდან გვინდაძის ხევამდე, ხოლო ქვემო ავჭალა იწყებოდა გვინდაძის ხევიდან მდინარე გლდანულამდე. უბნის ასეთი დაყოფა და შესაბამისი ტოპონიმები დღემდე შემორჩა.
 
ავჭალა საყოველთაოდ ცნობილი გახდა [[ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური]] მშენებლობის შემდეგ. თბილისისაკენ მიმავალი გზატკეცილის გაყოლებით აიგო მრავალი საწარმო: [[თემქა|ელმავალმშენებელი ქარხანა]], შამპანიურის ქარხანა, კონიაკის ქარხანა, ღვინის ჩამომსხმელი ქარხნები, ჩაის საწონი ფაბრიკა და სხვა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ავჭალა“-დან