პერმული სისტემა: განსხვავება გადახედვებს შორის

ბოტის შეცვლა: it:Permiano; cosmetic changes
(ბოტის დამატება: simple:Permian შეცვლა: hr:Perm (geološko razdoblje))
(ბოტის შეცვლა: it:Permiano; cosmetic changes)
'''პერმული სისტემა (პერიოდი)''', [[პალეოზოური ჯგუფი]]ს უკანასკნელი, რიგით მეექვსე სისტემა (გეოლოგიური წელთაღრიცხვის პალეოზოური ერის მეექვსე პერიოდი). მოსდევს [[კარბონული სისტემა|კარბონულ სისტემას (პერიოდს)]] და წინ უსწრებს [[მეზოზოური ჯგუფი]]ს (ერის) [[ტრიასული სისტემა| ტრიასულ სისტემას (პერიოდს)]]. აბსოლუტური გეოქრონოლოგიით პერმული პერიოდი დაიწყო 285 მლნ წლის წინათ და გრძელდებოდა 55 მლნ. წელი. გამოყო [[როდერიკ მერჩისონი|როდერიკ მერჩისონმა]] [[1841]] წელს [[რუსეთის ვაკე]]ზე და ურალში. პერმული სისტემა იყოფა ორ სექციად. უფრო მცირე ერთეულებად დანაწილება სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვაგვარია.
 
პერმულ პერიოდში გამოვლინდა [[ჰერცინული დანაოჭება|ჰერცინული დანაოჭების]] უკანასკნელი ფაზისები, განსაკუთრებით გეოსინკლინურ არეებში. ბაქნების მნიშვნელოვან ფართობებზე ამ დროს აზევება და ძლიერი რეგრესია აღინიშნება, რასაც პერიოდის ბოლოს მკვეთრი კონტინენტური რეჟიმის დამყარება მოჰყვა. პერმულ პერიოდში შესამჩნევად გაძლიერდა ხმელეთის [[მცენარეები|მცენარეთა]] და[[ ცხოველები|ცხოველთა]] როლი, რაც გამოწვეული იყო ხმელეთის ფართობის მკვეთრი ზრდით. საკმაოდ მრავალფეროვანი იყო ზღვის ფაუნაც.
 
პერმული სისტემის ნალექები მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით. განსაკუთრებით აღსანიშნავია [[ქვანახშირი]]ს, [[ნავთობი]]ს, აირის, კალიუმის მარილის, ქვამარილის თაბაშირისა და სხვა საბადოები. [[ საქართველო]]ში ფაუნით დახასიათებული პერმული სისტემის ნალექები არის [[სვანეთი|სვანეთში]] (დიზისა და ქვიშის წყებების ზედა ნაწილებში).
== პერმული სისტემის სტრატიგრაფიული დანაწილების სქემა ==
{| class=wikitable border="1" cellspacing="0" cellpadding="3"
! bgcolor="#efefef" | [[Геологический период|პერიოდი]] (სისტემა)
{{პერმული}}
 
== ლიტერატურა ==
* ''ჯანელიძე ა.,'' ისტორიული გეოლოგიის მოკლე კურსი, თბ., 1963
* ''ხუციშვილი ო.'', [[ქსე]], ტ. 8, გვ. 31, თბ., 1984
 
[[კატეგორია:გეოლოგიური პერიოდები]]
 
[[hu:Perm (időszak)]]
[[id:Perm (periode)]]
[[it:Permiano (geologia)]]
[[ja:ペルム紀]]
[[kk:Перм кезеңі]]
77 651

რედაქტირება