თემურლენგის მერვე ლაშქრობა საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 14:
ბრძოლის დამთავრების შემდეგ თემურლენგმა [[ყურულთაი]] მოიწვია, რომელზედაც დასავლეთ საქართველოში ლაშქრობა დაადგინეს. თემურლენგმა გადაწყვიტა საბოლოოდ მოეთხარა საქართველო და მის უკიდურეს დასავლეთ საზღვრამდე მისულიყო. [[იმერეთი|იმერეთში]] გადასასვლელი გზები მთიანი და ტყით დაფარული იყო. მოსახლეობის დიდი წინააღმდეგობის პირობებში მტრის ლაშქარი ნელა მიიწევდა წინ. გზადაგზა მათ გააანადგურეს მრავალი სოფელი, ეკლესია-მონასტერი, ბაღ-ვენახები და სხვა. სულ 700-მდე ობიექტი. იმერეთში სექტემბერში დაწყებული ლაშქრობა დეკემბრამდე გაგრძელდა. მნიშვნელოანი ზარალი მოსდიოდა თემურის ლაშქარსაც, ამას ემატებოდა მოლაშქრეთა და სარდალთა უკმაყოფილება გაუთავებელი ლაშქრობებით. მოსალოდნელი იყო იმერეთში გადასასვლელი გზების ჩაკეტვაც. ყოველივე ამის გათვალისწინებით თემური იძულებული გახდა 12 დეკემბერს ბრძოლა შეეწყვიტა. ამ დროს "[[ძეგლი ერისთავთა]]"-ს ავტორის ცნობით: {{ციტატა|ლაშქარი მათი ქუთათისამდე იყო მიწევნილი...}}
 
თემურლენგი ფაქტობრივად თვითონ გამოვიდა ზავის დადების ინიციატორად. მან თავის ბანაკში ტყვედმყოფ ქართველ სარდლებს აგრძნობინა, რომ გიორგი მეფის თხოვნის შემთხვევაში არ იქნებოდა დაზავების წინააღმდეგი. ამ ცნობის მიღების შემდეგ გიორგი მეფემ ელჩები გააგზავნა თემურთან ასევე დიდი საჩუქრებით. ეს იყო: თემურის სახელზე მოჭრილი ათასი ოქროს ფული, ათასი ცხენი, ძვირფასი ქსოვილები, ოქროს, ვერცხლისა და ბროლის ფიალები, თვრამეტმისხლიანი მანათობელი ლალი და ბევრი სხვა. დაიდო ზვი რომლის თანახმად გიორგი მეფე კისრულობდა ხარკის გადახდასა და მაშველი ჯარის გამოყვანას. რაც შეეხება თემურლენგის ადრინდელ კატეგორიულ მოთხოვნას, რომ გიორგი მეფე თავად უნდა გამოცხადებულიყო თემურლენგთან და მორჩილება აღეთქვა, ახლა ამაზე საუბარი აღარ ყოფილა. ეს ზედმეტად პატივმოყვარე თემურისათვის უსიამოვნო ვიტარებავითარება იყო, მაგრამ იგი იძულებული გახდა ამას შეგუებოდა.
 
ზავის დადების შემდეგ თემური თავისი ლარით იმერეთიდან გადმოვიდა და აღმოსავლეთისაკენ გაემართა. გზად, მიუხედავად ზავისა, [[თბილისი]] და მისი მიდამოები დაარბია. თემური [[ყარაბაღი]]ს გავლით [[სამარყანდი|სამარყანდს]] გაემართა.
 
==იხილეთ ასევე==