თემურლენგის მერვე ლაშქრობა საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 10:
ასეთ ვითარებაში [[გიორგი VII (საქართველოს მეფე)|გიორგი VII]] კვლავ მოლაპარაკებებით სცადა შემოსევის თავიდან აცილება. ელცად კვლავ თავისი ძმა [[კონსტანტინე I (საქართველოს მეფე)|კონსტანტინე]] გააგზავნა სათანადო საჩუქრებით. მაგრამ თემურლენგმა მოლაპარაკება არ ისურვა. და არც საჩუქრები მიიღო, მეფეს კი [[ბერი ეგნატაშვილი]]ს სიტყვებით, შემოუთვალა: {{ციტატა|უკეთუ გინდა წაუხდენლობა ქვეყნისა ამის, მოდიჩემთანა, გათათრდი, და თუ გათათრდები, არცა გთხოვ ხარკსა... და უკეთუ არ გათათრდები, დაიდევ ხარკი ჩემი... და მოგცემ ქვეყანასა მაგას, და, როგორც განუტევე შვილი კეისრისა, ეგრეთვე შენცა არას გავნებ და განგიტევებ მშვიდობით, რამეთუ იგიცა შენის სჯულისა იყო.}}
 
გიორგი მეფე დროის გაყვანას ცდილობდა, რომ ხალხს მოსავლის აღება აღება-დაბინავება მოესწრო. თემურმა არ დააცალა. სწრაფად შემოიჭრა საქართველოში, [[ქვემო ქართლი|ქვემო ქართლში]] შევიდა და [[ალგეთის ხეობა]]ში მდებარე [[ბირთვისის ციხე]]ს შემოარტყა ალყა. ბირთვისის ციხე 75-მეტრიან მაღალ იცაბო კლდეზე იყო აგებული. კარგად გამაგრებულ ციხეს იცავდა ციხისთავი და 30 დიდებული და და "სხუანი აზნაურნი და მსახურნი". ციხე კარგად იყო მომარაგებული საკვებით, წყლით და ღვინითაც კი. ციხისათვის ბრძოლას თვით თემური ხელმძღვანელობდა. ციხის ახლოს მაღალი სამეთვალყურო კოშკი ააგეს, ციხეს კედლის სანგრევი მანქანები მიუყენეს და ლოდებს უშენდნენ. ციხის მიუვალობაში დაიმედებულმა მეციხოვნეებმა საჭირო სიფრთხილე ვერ გამოიჩინეს. ამით ისარგებლეს მოალყეებმა და ღამით, როცა ჯარის მიერ ხელოვნურად ატეხილი ხმაურით დაღლილმა მეციხოვნეებმა ჩაიძინეს, ციცაბო კლდეზე მეიხოვნეები ავიდნენ და თოკის კიბე იატანეს. კიბით 33 მებრძოლი გადავიდა ციხეში, მათ შეძლეს ციხის გალავნის კარის გაღება, რომელშიც მოალყეები შეცვივდნენ. ქართველები ბოლომდე იბრძოდნენ, მაგრამ მტრის სიმრავლემ სძლია. უმეტესობა ბრძოლაში დაიღუპა, ციხისთავი და რამდენიმე დიდებული ტყვედ შეიპყრეს და თავები მოჰკვეთეს. ციხისთავის ცოლი, თემულენგის ბრძანებით, შირვანშაჰს აჩუქეს. თემურმა ბირთვისი და მისი მიდამოები ერთ-ერთ თავის სარდალს გადასცა და დაავალა იქაურობის ქრისტიანთაგან გაწმენდა. ეს მოხდა 1403 წლის 12 აგვისტოს.
გიორგი მეფე დროის გაყვანას ცდილობდა, რომ ხალხს მოსავლის აღება აღება-დაბინავება მოესწრო. თემურმა არ დააცალა. სწრაფად შემოიჭრა საქართველოში, [[ქვემო ქართლი|ქვემო ქართლში]] შევიდა და [[ალგეთის ხეობა]]ში მდებარე [[ბირთვისის ციხე]]ს შემოარტყა ალყა .
 
ბრძოლის დამთავრების შემდეგ თემურლენგმა [[ყურულთაი]] მოიწვია, რომელზედაც დასავლეთ საქართველოში ლაშქრობა დაადგინეს. თემურლენგმა გადაწყვიტა საბოლოოდ მოეთხარა საქართველო და მის უკიდურეს დასავლეთ საზღვრამდე მისულიყო. [[იმერეთი|იმერეთში]] გადასასვლელი გზები მთიანი და ტყით დაფარული იყო. მოსახლეობის დიდი წინააღმდეგობის პირობებში მტრის ლაშქარი ნელა მიიწევდა წინ. გზადაგზა მათ გააანადგურეს მრავალი სოფელი, ეკლესია-მონასტერი, ბაღ-ვენახები და სხვა. სულ 700-მდე ობიექტი. იმერეთში სექტემბერში დაწყებული ლაშქრობა დეკემბრამდე გაგრძელდა. მნიშვნელოანი ზარალი მოსდიოდა თემურის ლაშქარსაც, ამას ემატებოდა მოლაშქრეთა და სარდალთა უკმაყოფილება გაუთავებელი ლაშქრობებით. მოსალოდნელი იყო იმერეთში გადასასვლელი გზების ჩაკეტვაც. ყოველივე ამის გათვალისწინებით თემური იძულებული გახდა 12 დეკემბერს ბრძოლა შეეწყვიტა. ამ დროს "[[ძეგლი ერისთავთა]]"-ს ავტორის ცნობით: {{ციტატა|ლაშქარი მათი ქუთათისამდე იყო მიწევნილი.}}
 
თემურლენგი ფაქტობრივად თვითონ გამოვიდა ზავის დადების ინიციატორად. მან თავის ბანაკში ტყვედმყოფ ქართველ სარდლებს აგრძნობინა, რომ გიორგი მეფის თხოვნის შემთხვევაში არ იქნებოდა დაზავების წინააღმდეგი.
 
==იხილეთ ასევე==