9 აპრილის ბაღი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Robot: Cosmetic changes
ხაზი 4:
== ისტორია ==
 
დღევანდელი ბაღის ქვედა ბაქანზე ძველად მოწყობილი იყო [[ყაბახი]] ([[ასპარეზი]]), რომელიც დატანილია თბილისის ტურნეფორისეულ (1701), [[ვახუშტი ბაგრატიონი|ვახუშტისეულ]] (1735) და 1800 წ. გეგმებზე. ზედა ბაქანზე, [[ქაშვეთის ეკლესია|ქაშუეთის ეკლესიასა]] და გ. ჭანთურიასჭანტურიას (ყოფ. ჯორჯიაშვილის) ქუჩას შორის, გვიან შუა საუკუნეებში ქართული სასაფლაო იყო. დაახლოებით ახლანდ. თაბუკაშვილის ქუჩის გასწვრივ კი განლაგებული იყო აგურის მცირე საწარმოების (აგურხანების) რიგები. ისინი შემდეგ კავკასიის მთავარმმართებლის [[ალექსანდრე ერმოლოვი]]ს ბრძანებით მოშალეს, რადგან გზას აზიანებდა.
 
XIX ს. შუა ხანებში ძველი ყაბახის ტერიტორიაზე [[რუსეთის იმპერია|რუსულმა]] ადმინისტრაციამ მოაწყო სამხედრო პლაცი, რომელსაც იმპერატორ [[ალექსანდრე II (რუსეთი)|ალექსანდრე II]]-ის სახელი ეწოდა („ალექსანდრეს პლაცი“). 1859 წ. საფუძველი ჩაეყარა ფერდობზე გაშლილ საზოგადოებრივ ბაღს, რომელიც საზეიმოდ 1865 წ. გაიხსნა და ალექსანდრეს სახელი შეუნარჩუნდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/9_აპრილის_ბაღი“-დან