მარი ბროსე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
→‎ბიოგრაფია: ბმულები
ხაზი 4:
== ბიოგრაფია ==
 
დაიბადა ხელმოკლე ვაჭრის ოჯახში. სწავლობდა [[ორლეანი|ორლეანში]], შემდეგ სან-სულპისიენის სასულიერო სემინარიაში. ისმენდა ლექციებს კოლეჟ დე ფრანსში. სწავლობდა [[ჩინური ენა|ჩინურ ენასა]] და [[ჩინური ლიტერატურა|ლიტერატურას]], შემდეგ ხელი მოჰკიდა ქართულს[[ქართული ენა|ქართულსა]] და [[სომხური ენა|სომხურს]]. შეისწავლა პარიზში დაცული ქართული ხელნაწერები, გამოაქვეყნა რამდენიმე ქართველოლოგიური ნაშრომი, აგრეთვე ქართული ენის გრამატიკის სახელმძღვანელოები. მისმა შრომებმა საფუძველი ჩაუყარა მეცნიერულ ქართველოლოგიას ევროპაში. ბროსეს შემწეობას უწევდნენ ჟ. ა. სენ-მარტენი და პეტერბურგში მცხოვრები [[თეიმურაზ ბატონიშვილი]] (მიწერ-მოწერით).
 
1837 წელს ბროსე [[რუსეთი|რუსეთში]] მიიწვიეს, 1838 წელს აირჩიეს პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრად ქართულ-სომხური ფილოლოგიის განხრით. 1839-1841 წლებში აკადემიაში და უნივერსიტეტში წაიკითხა ლექციების ციკლი [[საქართველო]]ს და [[სომხეთი]]ს ისტორიის შესახებ. 1847-1848 წლებში იმოგზაურა საქართველოში, შეკრიბა დიდძალი ეპიგრაფიკული, ნუმიზმატიკური, დოკუმენტური და სხვა მასალა და პეტერბურგში სამ წიგნად გამოაქვეყნა (1849-1851). ფრანგულად თარგმნა და 1849-1858 წლებში შვიდ ტომად დაბეჭდა "[[ქართლის ცხოვრება]]", [[ვახუშტი ბატონიშვილი|ვახუშტის]] "ისტორიის"„ისტორიის“ გეოგრაფიის ნაწილი, [[ჩხეიძე, სეხნია|სეხნია ჩხეიძის]], [[ორბელიანი, პაპუნა|პაპუნა ორბელიანის]] და [[ხერხეულიძე, ომან|ომან ხერხეულიძის]] ისტორიული თხზულებები ვრცელი მეცნიერული კომენტარებითურთ (ამ გამოცემის IV ტომი დაიბეჭდა [[ჩუბინაშვილი, დავით|დ. ჩუბინაშვილის]] რედაქციით). 1861 წელს გამოსცა საბუთები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ. ბროსეს 200-ზე მეტ ნაშრომში თავმოყრილია დიდძალი კრიტიკულად შემოწმებული მასალა. მან გაამდიდრა ქართული ისტორიოგრაფია, გააფართოვა მისი წყაროთმცოდნეობითი ბაზა, წინ წასწია ქართული ნუმიზმატიკის, სფრაგისტიკის, ეპიგრაფიკისა და სხვა დამხმარე დარგების შესწავლა, წამოჭრა და დაამუშავა შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის მრავალი საკითხი. დაიწყო "ქართლის ცხოვრების" კრიტიკული შესწავლა, სცადა დაეწერა საქართველოს ისტორიის კურსი.
 
დიდი წვლილი შეიტანა ბროსემ ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლის საქმეში. 1834 წელს პარიზში გამოიცა ბროსეს შრომა "L’art libareli ou grammaire georgienne (ჴელოვნება აზნაურობითი გინა ქართულისა ენისა თჳთმასწავლებელი)". შრომა შედგება 17 თავისაგან და ყოველ თავს მოსდევს საილუსტრაციო მასალა თარგმანითურთ. ბროსე თავის გრამატიკაში ითვალისწინებს [[ანტონ I|ანტონ I-ის]], მაჯოს, დავით ბატონიშვილის გრამატიკებს, მაგრამ ამა თუ იმ საკითხის განხილვისას ქართულ ტექსტებს ემყარება. ამ შრომაში ბროსემ წამოაყენა ვარაუდი, რომ ქართული ენა [[ინდოევროპული ენები|ინდოევროპულ ენათა]] [[ინდოირანული ენები|ინდოირანულ შტოს]] ეკუთვნის. ბროსე პირველი სპეციალიტია, რომელმაც სცადა ქართული ენის ნათესაობის საკითხი განეხილა არა მხოლოდ ცალკეულ სიტყვათა შეპირისპირების გზით, არამედ გრამატიკულ მოვლენათა ჩვენების მიხედვითაც. არაერთი საყურადღებო ნარკვევი უძღვნა მან შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურის ძეგლებს ("[[ვეფხისტყაოსანი]]", "[[რუსუდანიანი]]", "[[ომანიანი]]" და სხვა). ბროსემ დააყენა და გააშუქა საკითხი ქართული "რაინდული რომანის" თავისებურების შესახებ, დ. ჩუბინაშვილთან და ზ. ფალანდიშვილთან ერთად 1841 წელს გამოსცა "ვეფხისტყაოსანი".
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მარი_ბროსე“-დან