უილიამ ბოინგი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: [[ფაილი:WEBoeing,1929.jpg|thumb|'''უილიამ ბოინგი''' (მარცხნივ) და ფრედერიკ რენტშ...
(განსხვავება არ არის)

11:45, 15 ივლისი 2010-ის ვერსია

უილიამ ედვარდ ბოინგი (ინგლ. William Edward Boeing; დ. 1 ოქტომბერი, 1881 — გ. 28 სექტემბერი, 1956) — ამერიკელი ავიამშენებელი და ბიზნესმენი, რომელმაც 1916 წელს ამერიკული ავიასამშენებლო კომპანია ბოინგი დააარსა.

უილიამ ბოინგი (მარცხნივ) და ფრედერიკ რენტშერი, 1929.

უილიამ ბოინგი დაიბადა გერმანული წარმოშობის შეძლებულ ოჯახში. იგი იელის უნივერსიტეტში სწავლობდა, მაგრამ დიპლომი არ მიუღია. 1903 წელს იგი ქალაქ სიეტლში გადავიდა, სადაც თავდაპირველად სატყეო ბიზნესით იყო დაკავებული. 1910 წელს იგი ავიამშენებლობით დაინტერესდა, ხოლო 1915 წელს პირველი თვითმფრინავი ააშენა.

1916 წელს მან მეგობართან ერთად პირველი ჰიდროპლანი B&W შექმნა და იმავე წელს დააარსა თვითმფრინავების მწარმოებელი ფირმა პასიფიკ აერო ფროდაქტს ქომფანი (ინგლ. The Pacific Aero Products Company). კომპანიას სახელი 1917 წელს შეეცვალა და The Boeing Company დაერქვა.

შემდგომი წლების განმავლობაში უილიამ ბოინგი კომპანიის პრეზიდენტი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო.