ალექსანდრე (კონსტანტინოპოლის პატრიარქი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''წმიდა ალექსანდრე''' (დ. [[239]] - გ. [[337]]) - [[კონსტანტინოპოლის პატრიარქები|კონსტანტინოპოლის პირველი პატრიარქი]] [[325]]-337 წწ. წმინდანი, ხსენების დღე კიდევ ორ პატრიარქთან ერთად (იოანე VI ს. და [[პავლე IV (კონსტანტინოპოლის პატრიარქი)|პავლე IV]]-სთან ერთად) არის ძველი სტილით [[30 აგვისტო]], ახალი სტილით - [[12 სექტემბერი]]. [[ქორეპისკოპოსი]] იყო პირველი კონსტანტინოპოლელი პატრიარქის, [[მიტროფანე (ბიზანტიის ეპისკოპოსი)|მიტროფანეს]] ([[316]]-[[325]]) დროს და პატრიარქის მხცოვანების გამო ცვლიდა მას არიანელთა წინააღმდეგ გამართულ I მსოფლიო კრებაზე ნიკეაში (325). სიკვდილის წინ მღვდელმთავარმა მიტროფანემ დაიბარა, [[კონსტანტინოპოლი]]ს კათედრაზე მისი ქორეპისკოპოსი აერჩიათ. ამ ხანებში უწმიდეს პატრიარქ ალექსანდრეს უხდებოდა ბრძოლა არიანელებთან და კერპთმსახურებთან. ერთხელ, ერთ წარმართ ფილოსოფოსთან კამათში, მღვდელმთავარმა მას მიმართა: „ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, დადუმდე!“ და უღმრთოს ენა წაერთვა. შემდეგ მან უსიტყვოდ მიანიშნა, რომ აღიარებდა თავის ცდომას, მეტყველების უნარი დაუბრუნდა და სხვა წარმართ ფილოსოფოსებთან ერთად მოინათლა. მღვდელმთავარ ალექსანდრეს ლოცვით ღვთის სასჯელი დაატყდა თავს ერეტიკოს არიოზს. მან მოჩვენებით თანხმობა განაცხადა მართლმადიდებლებთან ურთიერთობაზე და წმიდა [[კონსტანტინე დიდი|კონსტანტინე დიდმა]] მისი მიღების დღეც დანიშნა. ნეტარი ალექსანდრე მთელი ღამე ლოცვად იდგა და უფალს შესთხოვდა, არ დაეშვა ერეტიკოსის ცრუ კავშირი [[ეკლესია]]სთან. დილით, როცა მეფის მრჩევლებითა და საჭურველთმტვირთველებით გარშემორტყმული არიოზი საზეიმოდ მიემართებოდა ეკლესიისკენ, უეცრად კონსტანტინეს მოედანზე სნეულებამ დაჰრია ხელი, მუცელი გაუსკდა და შიგნეული გადმოუცვივდა.
 
მრავალგვარი ღვაწლით დამაშვრალი უწმიდესი პატრიარქი ალექსანდრე 337 წელს მიიცვალა, ოთხმოცდათვრამეტი წლის ასაკში.