ხიხანის ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4:
'''ხიხანის ციხე''', ''ხირხათის ციხე'' - შუა საუკუნეების ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში, [[აჭარა]]ში, სხალთის ხეობის სათავეში, ხიხანის მთის ერთ-ერთ კალთაზე (ახლანდელი ხულოს რაიონის ტერიტორია). XI-XVI საუკუნეებში ხიხანის ციხე აჭარის ერისთავთერისთავ აბუსერიძეთა მთავარ რეზიდენცია იყო. შემდგომში მას ოსმალები დაეუფლნენ. 1815 ხიხანის ციხეში იყო გამაგრებული ოსმალთა წინააღმდეგ მებრძოლი სელიმ ხიმშიაშვილი ციხესიმაგრის საამშენებლო წყობაში გამოირჩევა რამდენიმე ფენა: უძველესი - X-XI საუკუნეებისა, ახალი XVII-XIX საუკუნეებისა (ოსმალთა მფლობელობის ხანისა).
 
ციხეს გააჩნია ერთადერთი საცალფეხო მისასგომი სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან, ციხე სტრატეგიულად ძალზედ მოხერხებულ ადგილას მდებარეობს, თედო სახოკია ასე აგვიწერს ხიხანის ანუ ხირხათის ციხეს: ხირხათის ციხე წარმოადგენს განმარტოებულ და წოწოლა კლდეს, სამივე კუთხივ მახლობელ კლიდან ხრამებით მოშორებულს და მიუვალს. ზედაპირი მთისა სამი დღიური სივრცისა იქნება და გარშემოვლებულია ქვითკირის გალავნით. ალაგ-ალაგ გალავნებს სარკმლების აქვს ჩატანებული. ერთმანეთზე მოშორებით ხუთი მაღალი კოშკი დგას, ეს ციხე თავის დროზე უნახავს გენერალ გიორგი ყაზბეგს, 1894წ. აქ ასულა გრაფინია უვაროსოვნაუვაროვა. ხიხანის ციხის ფართობი თითქმის 1 ჰექტრამდეა, ციხეს ჰკონია 4 კოშკი, კედლებში დატანებულია სათვალთვალო სარკმლები, ციხის ტერიტორიაზე ბევრგან შეინიშნება სხვადასხვა დანიშნულების შენობათა ნაშთები. როგორიცაა: თღონე, მარანი, ეკლესია.
 
[[ფაილი:ხიხანი2.jpeg|thumb|right]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხიხანის_ციხე“-დან