ქალთევზა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: ml:മത്സ്യകന്യക
ხაზი 51:
ქალთევზა ანუ სირენკა (პოლ: syrenka) [[ვარშავა|ვარშავის]] სიმბოლოა. ქალთევზას სახება ვარშავის ჯვარზეც კი იყო გამოსახული, როგორც ქალაქის სიმბოლო, 14-ე საუკუნიდან.
 
ლეგენდარული პერსონაჟის წარმომავლობა ბოლომდე გარკვეული არ არის. თხზულებების ავტორები და ლეგენდები მისი წარმოშობის დადგენას ცდილობდნენ. ყველაზე გავრცელებულ ლეგენდაში არტურ ოპმანი მოგვითხრობს, რომ უხსოვარ დროს [[ტრიტონი]]ს ორმა ქალიშვილმა [[ოკეანე]]ებსა და [[ზღვა|ზღვებში ]] მოგზაურობა გადაწყვიტა. ერთ-ერთმა მათგანმა [[დანია|დანიის]] სანაპიროზე გადაწყვიტაინება დარჩენა, ამიტომაც [[კოპენჰაგენი]]ს პორტის შესასვლელთან დღემდეა მჯდომარე ქალთევზას ქანდაკება. მეორე თევზქალამ მდინარე [[ვისტულა]]ს მიაღწია და მისი წყლების სიღრმეებში ჩაეშვა. დაღლილმა წყლის არსებამ სოფელ ვარშავის მახლობლად ქვიშიან ნაპირზე არჩია დასვენება. ადგილობრივი მებადური მისი სილამაზითა და სიმღერით დასატკბობად გაეშურა ქალთევზასკენ. ბოროტმა ვაჭარმაც მოჰკრა ზღვის ქალის სიმღერას ყური, ამიტომ, მებადურის კვალს გაჰყვა და რომ მიაგნო, ქალთევზა დაატყვევა.
 
სხვა ლეგენდის თანახმად, ქალთევზა ვარშავაში ქალაქის უძველესი დამცველის [[გრიფინი]]ს სიყვარულით [[ბალტიის ზღვა|ბალტიის ზღვიდან]] მიცურდა, რათა დაღუპული საყვარლის გამო შურია ეძია, რომელიც 17-ე საუკუნეში [[შვედები|შვედებთან]] ბრძოლისას დაღუპულიყო. ამის შემდეგ ქალთევზა ქალაქის დამცველი გახდა და ვარშავის სიმბოლოდაც იქცა.
 
== აფრიკა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქალთევზა“-დან