რუისის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 33:
ტაძარი დგას ორსაფეხურიან ცოკოლზე. შენობის ძირითადი მასა გუმბათის ყელთან შედარებით დაბალია. ეს განსაკუთრებით ჩანს აღმოსავლეთიდან. ეს ფასადი შესამჩნევად ფართო, დამჯდარი და თითქმის მოურთველია. ტაძრის გუმბათის ყელი XI საუკუნეში აუმაღლებიათ და მოურთავთ. სარკმლების ნაირგვარი ორნამენტით მორთულ საპირეებს შემოვლებული აქვს ორმაგ ლილვებიანი დეკორატიული თაღედი და ნახევარსვეტები. ასევე დეკორატიულია ნახევარსვეტების [[კაპიტელი|კაპიტელები]] და [[ბაზისი|ბაზისები]]. დეკორატიული თაღების შერწყმის ადგილზე, გუმბათის წახნაგებზე [[ჩუქურთმა|მოჩუქურთმებული]] გირჩებია. გუმბათის სარკმლების დეკორატიული სისტემა ეყრდნობა სამი ლილვისგან შედგენილ სარტყელს.გუმბათს ზემოთ შემოვლებული ჰქონდა ორი გრეხილი ლილვი და დეკორირებული [[ფრიზი]] (შემორჩენილია ფრაგმენტები). გუმბათი, ისე როგორც ფასადები, დასრულებულია ლილვისა და მეოთხედი წრეთა რიგისაგან შედგენილი ლავგარდნით. ტაძრის ჯვრის მკლავების ფრონტონების ქვეშ მოთავსებული იყო მოჩუქურთმებული ჯვრები (შემორჩენილია სამხრეთისა და დასავლეთის ფასადებზე). მორთული იყო შესასვლელისა და სარკმელთა საპირეებიც. მათი უმეტესი ნაწილი განახლებულია XV საუკუნეში.
===რელიეფი===
[[ფაილი:4c670c81520dრუისის ტაძრის რელიეფის ფრაგმენტი.jpg|200px|thumb|რუისის ტაძრის რელიეფის ფრაგმენტი]]
ფასადებზე გაფანტულია X-XI საუკუნის ორნამენტირებული ფრაგმენტები. აღსანიშნავია რამდენიმე საინტერესო რელიეფი. სადიაკვნის დამატებითი სათავსის შესასვლელის ნახევარწრიულ, ლილვებით შემოფარგლულ და ორნამენტით მორთულ ტიმპანზე სამი ოდნავ ჩაღრმავებული სწორკუთხედი შევსებულია კომპოზიციურად დამოუკიდებელი ფიგურული გამოსახულებებით - შუაში [[ანგელოზი|ანგელოზითა]] და პატარა ფიგურებით გარშემორტყმული ხელგაშლილი [[ქრისტე]]ა; მარჯვნივ - [[ღვთისმშობელი]] ყრმით და მის წინ მუხლმოდრეკილი ფიგურა; მარცხნივ შუაში დგას [[შარავანდედი]]ანი გულხელდაკრეფილი ფიგურა, აქეთ იქეთ კი მუხლმოდრეკილი და ფეხზე მდგომი ფიგურებია. [[რელიეფი]]თ იყო შემკული სამხრეთი [[ფასადი]]ც: აქ გამოსახულია ორი მამაკაცი - მარჯვენას ერთ ხელში [[ჩაქუჩი]] ([[წერაქვი]]) ეჭირავს, მეორეში [[გონიო]]; მარცხენას მხრებზე წამოსასხამი აქვს და ერთ ხელში რაღაც უჭირავს (სავარაუდოა - ტაძრის [[გეგმა]]), მეორეში ჩაქუჩი (წერაქვი). კარგად გაირჩევა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. ფიგურებს შორის, სარკმლის ნახევარწრიულ ჭრილზე გადაყვანილია რელიეფური დეჯორატიული თაღი. მარჯვნივ ფიგურასთან ოთხი წვრილი [[ასომთავრული]] ასოა ამოკვეთილი. ტაძრის კონუსური [[გუმბათი]] გადახურულია [[თუნუქი]]თ, ხოლო დანარჩენი სახურავები [[კრამიტი]]საა.