კაპრი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
(განსხვავება არ არის)

10:30, 4 ივლისი 2010-ის ვერსია

კაპრი - კუნძული ტირენის ზღვაში, ეკუთვნის იტალიას. მდებარეობს ნეაპოლის ყურეში, სორენტინის ნახევარკუნძულის სიახლოვეს. კუნძული კურორტს წარმოადგენდა ჯერ კიდევ რომის რესპუბლიკის დროს.

  • ფართობი - 10.4 კმ.კვ.
  • მოსახლეობა - 12.200 (2002)
კაპრის ხედი ზღვიდან
კაპრის ნავსადგური. ხედი ანაკაპრიდან

კაპრი შედის იტალიის ნეაპოლის პროვინციის შემადგენლობაში. ქალაქი კაპრი კუნძულის მთავარი დასახლებული ნაწილია. აქ მდებარეობს ორი მნიშვნელოვანი ნავსადგური, მარინა პიკოლა და მარინა გრანდე. კუნძულის დასავლეთ ნაწილში, შემაღლებულ გორაკებზე მდებარეობს მეორე განცალკევებული დასახლება - ანაკაპრი.

კუნძულის პირველ მაცხოვრებლებს ბერძენი კოლონისტები წარმოადგენდნენ და სახელწოდებაც სწორედ ბერძნულიდან მოდის κάπρος (kapros = გარეული ტახი)


გალერეა