პეტრე ბაგრატიონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: no:Pjotr Ivanovitsj Bagration
→‎ლაშქრობა იტალიასა და შვეიცარიაში: შეიცვალა ვიკისაწყობის სურათით
ხაზი 47:
{{ციტატა|იერიშზე გადასული არმიის მარცხენა ფრთაზე გენერალ-მაიორმა ბაგრატიონმა ექვსი ბატალიონითა და კაზაკთა ორი პოლკით დაიკავა გენუის ციხე-სიმაგრე ნოვოი, სადაც მან ხელთ იგდო დიდი რაოდენობის ნადავლი, ყუმბარები, ბირთვები და სხვა საარტილერიო მარაგი, აგრეთვე ლაფეტები და სავაზნე ყუთები, რაც მან სამოცდაათი საზიდარით გამოგზავნა ჩვენთან}}
იტალიის კამპანიაში წარმატებისთვის სუვოროვმა პეტრეს საკუთარი ხმალი აჩუქა, რომელსაც ბაგრატიონი სიცოცხლის ბოლომდე ატარებდა.<ref>ა. შერვაშიძე - ბაგრატიონი, ბათუმი, 1976, გ.59</ref>
[[ფაილი:Bagration1814Рис. и грав. Д.Дайтона. 1814 г.jpg|thumb|left|170px|პეტრე ბაგრატიონი. მხატვარი დ. დაიტონი, 1814 წელი]]
რუსეთის არმიის წარმატებამ შეაშფოთა ინგლისისა და ავსტრიის მმართველი წრეები. სუვოროვს უბრძანეს, რომ იტალიაში დაეტოვებინა ავსტრიელები, თავისი არმიით კი [[ალპები]] გადაეკვეთა და შვეიცარიაში შეჭრილიყო. თან დახმარების აღმოჩენასაც დაპირდნენ. ავსტრიელებმა პირობა, რა თქმა უნდა, არ შეასრულეს. შედეგად, [[1799]] წლის სექტემბერში [[ალექსანდრე სუვოროვი|სუვოროვი]]ს არმიამ დაიწყო ალპების გადალახვა სურსათ-სანოვაგისა და დამხმარე ძალების გარეშე. ავანგარდს ისევ ბაგრატიონი ხელმძღვანელობდა. არმიამ ალპები გადაჭრა,„[[ეშმაკის ხიდი|ეშმაკის ხიდთან]]“ წინააღმდეგობა დასძლია.
[[27 სექტემბერი|16 (27) სექტემბერს]] ბაგრატიონის ავანგარდმა დაიკავა მუტენი. არმიას მუტენის ველზე [[რიმსკი-კორსაკოვი]]ს საგრძნობლად შევიწროვებულ კორპუსს შეუერთდა. ავსტრიის ღალატის გამო არმია ალყაში მოექცა. სუვოროვმა გადაწყვიტა ალყა გაერღვია და ალპების გავლით უკან დაბრუნებულიყო. ამ ოპერაციის შესრულება ბაგრატიონის ხელმძღვანელობით მოხდა. მასა და ფრანგებს შორის გაიმართა რამდენიმე შეტაკება სოფელი ნეფელსისთვის. საბოლოოდ სოფელი რუსებს დარჩათ. ამ მოქმედებით ავანგარდმა არმიას გზა გაუნთავისუფლა. მან არმია ბრაგელის მთების და პანიკისის ხეობის გავლით სამშვიდობოს გაიყვანა. პეტრე გზაში ერთხელ მსუბუქად დაიჭრა. ამის შემდეგ მის ავანგარდს კიდევ მოუწია ერთი ბრძოლის გადახდა შვანდენთან, რათა არმიისთვის უსაფრთხო უკან დახევა უზრუნველეყო. შემდეგ ბაგრატიონი გადაიტვანეს არიერდარდის მეთაურად, რადგან ფრანგები სწორედ არიერგარდს შეუტევდნენ. რამდენიმე ლადშაპტური სიძნელის გადალახვის შემდეგ არმია სამშვიდობოს გავიდა. შვეიცარიის ლაშქრობის 16 დღის განმავლობაში რუსეთის არმიამ მესამედი დაკარგა, თუმცა არმიის მოქმედებამ დიდი აღტაცება გამოიწვია. რუსეთში დაბრუნებისას სიმამაცისთვის იმპერატორმა [[პავლე I]]–მა ლიტვაში ბაგრატიონს სოფელი უბოძა, რომელიც მან მაშინვე გაყიდა.