ალი ხამენეი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: fo:Seyed Ali Khamenei
No edit summary
ხაზი 7:
| თანამდებობა დატოვა =
| ვიცე-პრეზიდენტი =
| პრეზიდენტი = [[ალი აკბარაქბარ ჰაშემი რაფსანჯანი]]<br />[[მოჰამად ხათამი]]<br />[[მაჰმუდ აჰმადინეჟადი]]
| პრემიერ-მინისტრი =
| წინამორბედი= [[რუჰოლა ხომეინი]]
ხაზი 18:
| ეროვნება =
| საარჩევნო ოლქი =
| მეუღლე = ხოჯასთა ხამენეი
| მამაკაცი =
| პროფესია =
ხაზი 27:
| თანამდებობა დაიკავა2 = 2 ოქტომბერი, 1981
| თანამდებობა დატოვა2= 2 აგვისტო, 1989
| წინამორბედი2 = [[მოჰამედ ალი რაჯაირაჯა`ი]]
| მემკვიდრე2 = [[ალი აკბარაქბარ ჰაშემი რაფსანჯანი]]
| პრეზიდენტი2=
| ვიცე-პრეზიდენტი2 =
ხაზი 50:
}}
 
'''დიდი [[აიათოლა|აიათოლა სეიედალ-'უზმა]] [[ჰაჯი]] [[სეიდი]] ალი ჰოსეინიჰუსაინი ხამენეი''' (''[[სპარსული ენა|სპარსპარს.]]:' على حسين خامنه ای 'ალი علیჰოსეინი حسینیხამენეი خامنهای)[[არაბული (დენა|არაბ.]] علي حسيني الخسمنئ 'ალი ჰუსაინი ალ–ხამინა'ი დაბ. [[17 ივლისი]], [[1939]], [[მაშჰადი]]) - [[ირანი|ირანელი]] პოლიტიკოსისასულიერო, სამხედრო და სასულიეროსახელმწიფო პირი.მოღვაწე, [[ირანისაიათოლა უზენაესიალ–'უზმა, ლიდერი]]წინამძღვარი 1989და წლიდანუზენაესი დღემდე,ლიდერი [[ირანის პრეზიდენტი1990]] 1981-1989 წლებშიწლიდან.
 
== ბიოგრაფია ==
 
ალი ხამენეი დაიბადა ჰიჯრის 1358 წლის 28 საფარს, მამამისი ჯავად ჰუსაინი ხამენეი ასევე სასულიერო მოღვაწე იყო. თვითონ ალი ხამენეი ასე აღწერს თავის მშინდელ ცხოვრებას: ,,– ვცხოვრობდით მაშჰადში, ჩვენი სახლი შედგებოდა სულ ერთი ოთახისაგან, რომელსაც ჰქონდა ათი ნაბიჯი სიგრძე და ექვსიც – სიგანე. ოთახის ქვეშ კი იყო მიწური სათავსო, სადაც ჩავდიოდით ხოლმე, როდესაც მამასთან, როგორც მუჯთაჰიდსა და 'ალიმთან, მოდიოდნენ მოაჯენი. საკმაოდ გვიჭირდა. ბევრჯერ ყოფილა რომ უვახშმოდ დაგვიძინია."
 
ოთხი წლისა ალი და მისი უფროსი ძმა მუჰამადი იწყებენ სწავლას ,,დარ ალ–თა'ლიმ დიანათ"–ში, სადაც შეისწავლეს წერა–კითხვა, ანგარიში და [[ყურანი]]. 15 წლისა უკვე ამთავრებს "ჯამი' ალ–მუყადამათ"–ის სწავლას, 18 წლისა – დარსი ხარიჯს და მშობლების რჩევით ირჩევს სასულიერო კარიერას. იმავე წელს მიემგზავრება ნაჯაფის მოსალოცად. 1958–64 ყუმში აიათოლების – [[ბურუჯერდი]]ს, [[ხომეინი]]ს, [[იაზდი]]სა და [[თაბათაბა'ი]]ს შეგირდია. 1964 წელს აიათოლა ჯავად ხამენეი კატარაქტის გამო დაბრმავდა, რამაც ალი დააყენა არჩევანის წინაშე – დარჩენილიყო ყუმში, ან დაბრუნებულიყო მაშჰადში და მიეხედა მამისათვის. მიუხედავად იმ პერსპექტივებისა, რასაც მას უხატავდნენ მისი მასწავლებლები, მან დატოვა ყუმი და დაბრუნდა მაშჰადში.
 
===ბრძოლა ღარბზადეგისა და ენყელაფ ე–სეფიდის წინააღმდეგ===
 
ჯერ კიდევ 1952 წელს სეიდმა მუჯთაბა ნავაბ საფავიმ მაშჰადის სულაიმანის მადრასაში წაიკითხა ლექცია, სადაც გამოააშკარავეს შაჰის პოლიტიკა და მისი კოლაბორაცია გარე ძალების მიმართ. 1962 წელს ხამენეი უერთდება ხომეინის მოძრაობას ენყელად ე–სეფიდის წინააღმდეგ. ჩვიდმეტი წლის განმავლობაში, მიუხედავად დაპატიმრებებისა, დევნისა და ა.შ. – იგი სულ რჩებოდა ამ მოძრაობის ერთ–ერთ გამორჩეულ წევრად. პირველად იგი დააპატიმრეს 1383 წლის [[აშურა]]ს წინა დღეს, 9 მუჰარამს ბირჯანდში, ([[2 ივნისი]] [[1963]]). მაგრამ აშურას აღსანიშნავად გამოსული ხალხი დაიძრა ბირჯანდის საპატიმროსაკენ მის გამოსახსნელად. მათ დასაშოშმინებლად ხამენეი გამოუშვეს და დაუწესეს თვალთვალი. სამი დღის შემდეგ მას ისევ აპატიმრებენ, ამჯერად [[სავაკი]] რამდენიმე კვირით. 15 რამადანს 1383 წელს ([[30 იანვარი]] [[1964]]) , იმამ [[ჰასან იბნ ალი|ჰასანის]] დაბადების დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე ქერმანში ხამენეიმ მკაცრად გააკრიტიკა შაჰი. იმავე ღამეს სავაკის თანამშრომლებმა იგი დააპატიმრეს და გადაიყვანეს [[თეირანი|თეირანის]] სავაკის ციხეში, სადაც რამდენიმე თვის მანძილზე ჰყავდათ დაპატიმრებული. [[1967]], [[1971]] და [[1972]] წელს მას ისევ აპატიმრებენ, მაგრამ იგი აგრძელებს თავის მოღვაწეობას, მის ლექციებსა და გამოსვლებს ათასობით ადამიანი ესწრება. ამის გამო [[1975]] წელს მას სავაკი აპატიმრებს, იჭრება მის სახლში და ანადგურებს მის ხელნაწერებსა და ბიბლიოთეკას. [[1976]] წელს მას ასახლებენ ირანშაჰრში და უკრძალავენ მის დატოვებას. ირანშაჰრის დატოვებას იგი ახერხებს მხოლოდ [[ირანის რევოლუცია|ისლამური რევოლუციის]] დასაწყისისას.
 
===ისლამური რევოლუციის შემდგომ===
 
ირანში ჩამოსვლისას აიათოლა ხომეინი აყალიბებს რევოლუციურ საბჭოს, სადაც შედის აიათოლა ხამენეიც. [[1981]] – მცირე ხნით აიათოლა ხომეინის წარმომადგენელია უმაღლეს საბჭოში. მაგრამ მალევე მოემგზავრება ფრონტზე თავდაცვის მინისტრ [[მუსტაფა ჩამრანი]]ს დაღუპვის შემდეგ, სადაც მონაწილეობს რამდენიმე ბრძოლაში. [[1982]] წელს თეირანში, აბისარის მეჩეთში მას თავს ესხმიან ტერორისტები, მაგრამ მძიმე ჭრილობების მიუხედავად იგი გადარჩება. იმავე წელს, ტერორისტების მიერ მუჰამად ალი რაჯა'ის მოკვლის შემდეგ იგი აირჩიეს ირანის პრეზიდენტად. ხომეინის გარდაცვალების შემდეგ იგი ირანის უზენაესი ლიდერი ხდება.
 
 
== ბიოგრაფია ==
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ალი_ხამენეი“-დან