ვლადიმერ გურგენიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
{{ვიკი}}
[[სურათი:Lado Gurgenidze.jpg|thumb|200px|ლადო გურგენიძე]]
'''ვლადიმერ (ლადო) გურგენიძე''' (დაიბადა [[17 დეკემბერი]], [[1971]]) — ბანკირი, ბიზნესმენი, საზოგადო მოღვაწე. 2006 წლიდან [[საქართველოს ბანკი]]ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. <ref>[http://www.bog.ge/ir/index.php?&params=eF5LtDKyqi62MrFSyknMS1eyLgbylVLzQAygWEFieiqIaWgKkk%2FJj08vLUpPzctMqQIK1wIAIEIS3Q%3D%3D საქართველოს ბანკის ვებგვერდი]</ref>. 2007 წლის ნოემბრიდან 2008 წლის ოქტომბრამდე [[საქართველოს პრემიერ-მინისტრი]]. 2009 წლის სექტემბერში ლადო გურგენიძემ რუმინელ მილიარდელ ბიზნესმენ დინუ პატრიჩიუსთან ერთად დააარსა საინვესტიციო კომპანია ,,Liberty Investments”, რომლის ძირითადი მიზანია ინვესტიციების განხორციელება ფინანსური მომსახურების კომპანიებში ისეთ ქვეყნებში, სადაც არის კორუფციის დაბალი მაჩვენებელი, დაბალი გადასახადები და თავისუფალი ეკონომიკა. 2009 წლის სექტემბერშივე ,,Liberty Investments”-მა შეიძინა ,,ლიბერთი ბანკის” (ყოფილი,,სახალხო ბანკი”) აქციების 91.2%. ,,ლიბერთი ბანკს” აქვს ფილიალების ყველაზე ფართო ქსელი და ემსახურება 1.2 მილიონ ფიზიკურ პირს.
 
==ბიოგრაფია==
დაიბადა [[თბილისი|თბილისში]]. განათლება ჯერ [[თსუ|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში]], შემდეგ მიდლბერის კოლეჯში, ხოლო მაგისტრის ხარისხი [[ემორის უნივერსიტეტი]]ს ბიზნესის სკოლაში მიიღო (Goizueta School of Business of Emory University).ლადოს ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი და იგი საქართველოს და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა.
 
===საბანკო კარიერა===
{{ვიკი}}
ლადო გურგენიძე ხანგრძლივი გამოცდილების მქონე ბანკირია. აღმოსავლეთ ევროპასა და ლონდონში ათწლიანი მუშაობის შემდეგ იგი საქართველოში დაბრუნდა და 2004 წელს, ვარდების რევოლუციის შემდეგ ,,საქართველოს ბანკს” ჩაუდგა სათავეში. ლადო ,,საქართველოს ბაკს” სამი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა და ამ პერიოდის განმავლობაში ,,საქართველოს ბანკის” მთლიანი აქტივები 854%-ით, ხოლო წმინდა მოგება 1,779%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდის განმავლობაში ,,საქართველოს ბანკის” საბაზრო წილი 18%-დან 34%-მდე გაიზარდა და ქვეყანასა და რეგიონში წამყვან უნივერსალურ ბანკად ჩამოყალიბდა. 2004-2007 წლებში ,,საქართველოს ბანკის” საბაზრო კაპიტალიზაცია 3,087%-ით გაიზარდა, 25 მილიონი აშშ დოლარიდან 935 მილიონ აშშ დოლარამდე ლადოს ბანკიდან წამოსვლის თარიღისთვის. ლადოს ხელმძღვანელობის პერიოდში ,,საქართველოს ბანკი” გახდა პირველი ქართული კომპანია და მეორე ბანკი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების პირველადი საჯარო შეთავაზება განახორციელა (2006 წლის ნოემბერში), აგრეთვე პირველი ქართული კომპანია, რომელმაც ევროობლიგაციები გამოუშვა (2007 წლის თებერვალში) და პირველი ქართული ემიტენტი, რომელმაც სამივე წამყვანი სარეიტინგო სააგენტოს (Standard & Poor’s, Moody’s, Fitch Ratings) საკრედიტო რეიტინგი მიიღო. ლადოს ხელმძღვანელობის პერიოდში ,,საქართველოს ბანკის” მფლობელი 100-ზე მეტი ინსტიტუციონალური ინვესტორი გახდა, ბანკის აქციების 94% კი თავისუფალ მიმოქცევაშია. ლადო გურგენიძე აგრეთვე იყო სს ,,გალთ ენდ თაგგარტ სიქიურითის”– პირველი ქართული სრულფასოვანი საინვესტიციო ბანკი – დამაარსებელი (2000 წელს) და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (2004-2007 წლებში) და საქართველოს საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (2004–2007 წლებში). ლადოს ხელმძღვანელობის დროს ,,საქართველოს ბანკი” გახდა პირველი ქართული ბანკი, რომელმაც მიიღო ჟურნალის ,,Euromoney” ჯილდო წარჩინებისთვის, აგრეთვე ჟურნალის ,,The Banker” მიერ 2006 და 2007 წლებში (ასევე ლადოს ბანკიდან წამოსვლის შემდეგ 2008 და 2009 წლებში) საუკეთესო ქართულ ბანკად დასახელდა.