სიურრეალიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: bn:পরাবাস্তবাদ
ხაზი 1:
[[Imageფაილი: Ernst.jpg|right|thumb|300px|[[ერნსტი, მაქს|მაქს ერნსტი]], ''მეგობრების შეკრება'']]
'''სიურრეალიზმი''', მიმდინარეობა [[ლიტერატურა|ლიტერატურასა]] და [[ხელოვნება|ხელოვნებაში]] [[XX საუკუნე|XX საუკუნის]] შუა წლებში. ოფიციალურად ამ მიმდინარეობის ჩამოყალიბება უკავშირდება [[საფრანგეთი |საფრანგეთში]], [[ბრეტონი, ანდრე |ანდრე ბრეტონის]] მიერ [[1924]] წელს ''[[სიურრეალისტური მანიფესტი]]ს'' გამოქვეყნებას. სიურრეალისტების მიზანია ფარდა ახადონ ქვეცნობიერს, სიღრმისეულად გამოიკვლიონ [[სამყარო]].
 
== წარმოშობა ==
[[Imageფაილი:Breton.jpeg|right|thumb|200px|ანდრე ბრეტონი]]
ტერმინი სიურრეალიზმი სიტყვასიტყვით "ზერეალობას" ნიშნავს ფრანგულ ენაზე და ეკუთვნის [[აპოლინერი, გიიომ |გიიომ აპოლინერს]], რომელიც [[1918]] წელს გარდაიცვალა. სწორედ მის საპატივცემულოდ აიღეს ეს ტერმინი [[ბრეტონი, ანდრე|ანდრე ბრეტონმა]] და [[სუპო, ფილიპ |ფილიპ სუპომ]] ახალი მიმდინარეობის აღსანიშნავად. [[1919]] წელს მათ შეუერთდათ [[არაგონი, ლუი |არაგონი]] და [[ელუარი, პოლ |პოლ ელუარი]].
 
სიურრეალიზმის უშუალო წინამორბედად ითვლება [[დადაიზმი]], რომელმაც პირველმა გაუღო კარი არაცნობიერს ხელოვნებაში. თავიდან ბრეტონი და მომავალი სიურრეალისტები (არაგონი, სუპო) დადაისტებთან ერთად მოღვაწეობენ, მაგრამ 1922 წელს მათ შორის განხეთქილება ხდება. სიურრეალისტები, მართალია, ეთანხმებიან დადაისტების პროვოკატორულ დამოკიდებულებას, მაგრამ მათგან განსხვავებით, პროვოკაციას აძლევენ კონკრეტულ მიზანს, რაც სამყაროს შეცვლაში მდგომარეობს. მათი აზრით მართალია შემოქმედება მოდის არა რეალობიდან არამედ ქვეცნობიერიდან და არის სრულიად თავისუფალი, მაგრამ შემოქმედს აკისრია როგორც პოლიტიკური ასევე მორალური პასუხისმგებლობა, ამიტომ მან აუცილებლად უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია. როგორც მიმდინარეობა, სიურრეალიზმი მტკიცდება ბრეტონის მანიფესტში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში "სიურრეალისტური რევოლუცია", 1922 წელს.
 
სიურრეალიზმზე გავლენა მოახდინა [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] დასასრულისა და [[XX საუკუნე|XX საუკუნის]] დასაწყისის მიმდინარეობებმა თუ კონკრეტული ადამიანების შემოქმედებამ, მათ შორისაა: [[ნერვალი, ჟერარ დე|ჟერარ დე ნერვალის]] ე.წ. "სუპერნატურალიზმი", [[გერმანია|გერმანული]] [[რომანტიზმი]], [[ბოდლერი, შარლ|ბოდლერის]] შემოქმედება, [[კუბიზმი]], [[რემბო, ართურ| რემბოს]] იდეები "ცხოვრების შეცვლის" შესახებ, [[მარქსი, კარლ|კარლ მარქსის]] ფილოსოფია ("სამყაროს შეცვლა") და [[ფროიდი, ზიგმუნდ|ზიგმუნდ ფროიდის]] გამოკვლევები. ამ უკანასკნელის ესსემ, ''სიზმარი და მისი ინტერპრეტაცია'', რომელიც [[1900]] წელს გამოვიდა, განსაკუთრებით დიდი გავლენა მოახდინა ბრეტონზე. პოეტისა და მეოცნებე ადამიანის ანალოგია, რომელსაც ჯერ კიდევ ბოდლერთან ვხვდებით, ბრეტონთან უკიდურესობას აღწევს. ბრეტონი სიურრეალიზმს მიიჩნევს რეალობისა და წარმოსახვის გამაერთიანებლად. "მჯერა, რომ ეს, ერთი შეხედვით ურთიერთგანსხვავებული, ურთიერთსაპირისპირო ცნებები, როგორიცაა ოცნება და რეალობა, მომავალში ერთ აბსოლუტურ რეალობად გაერთიანდება." <ref>ბრეტონი ა. სიურრეალიზმის პირველი მანიფესტი, 1924. </ref>
 
== "სიურრეალისტური ავანტიურა" ==
[[Imageფაილი:Exquisitecorpse-birthday-2006-8.jpg|left|thumb|გრაფიკული “cadavre exquis”]]
[[ბრეტონი, ანდრე|ბრეტონი]] თავის ''მანიფესტში'' სიურრეალიზმს შემდეგნაირად განსაზღვრავს:
 
"წმინდა ფსიქიკური ავტომატიზმი, რომლითაც ვერბალურად, წერით თუ ნებისმიერი სხვა სახით გამოხატავენ ფიქრის რეალურ ფუნქციონირებას. ფიქრის მიერ ნაკარნახევი, გონების კონტროლისგან თავისულფალი, ყოველგვარი ესთეტიური თუ მორალური მნიშვნელობისგან განზე მდგომი." <ref>ა. ბრეტონი, "სიურრეალიზმის პირველი მანიფესტი", 1924. </ref>
 
სიურრეალისტების მიზანია იმ ჭეშმარიტი ცხოვრების გამოხატვა, რომელიც არც რეალობაში, არც იდეალობაში, არამედ არაცნობიერში მდებარეობს. ამიტომ წინ სწორედ ამ არაცნობერის წინ წამოწევაა საჭირო. ამისათვის უნდა მოვხსნათ ძიების პროცესში გონების, ლოგიკისა თუ მორალის მხრივ ყოველგვარი კონტროლი. ამის საშუალებას კი ე.წ. ავტომატური წერა იძლევა. ესაა უკონტროლო სულიერი მდგომარეობის, შემთხვევით წარმოქმნილი ხატებისა და სიტყვების ჩაწერა. ხშირად მიმართავენ სიზმრებს, მითიურ ელემენტებს, შეშლილობას, [[იუმორი|იუმორსა]] და [[ირონია|ირონიას]], რაც არაცნობიერის შეცნობაში ეხმარება ადამიანს.
 
სიურრეალიზმისთვის ხელოვნება თავისთავადი მიზანი არაა, ის არის ადამიანის გათავისუფლების საშუალება. იგი უარყოფს ტრადიციულ ხელოვნებას, ყოველივე ჩვეულებრივს, არსებულს. ისინი უარს ამბობენ რაიმე სკოლის შექმნაზე, რადგან არ სურთ ერთ რომელიმე დოქტრინაში ჩაიკეტონ.
სიურრეალისტური ტექსტები, მართალია, ემორჩილება სინტაქსურ წესებს, მაგრამ ახასიათებთ ჰიპნოზის ქვეშ მყოფი მეტყველება, სიზმრების აღწერა, სიტყვები ერთმანეთს უცნაური და გაუგებარი სახით ებმება, გამორიცხულია ყოველგვარი ლოგიკა და შესაბამოსობა. სიურრეალისტები იგონებენ კოლექტიურ თამაშებს, წერის ტექნიკებს, როგორიცაა მაგ. "ჩინებული გვამი" (cadavre exquis). ეს უკანასკნელი შემდეგში მდგომარეობს: მონაწილენი ადგენენ ერთ ფრაზას ან ნახატს ისე, რომ არ იციან წინა მონაწილემ რა დაწერა ან დახატა. სიურრეალისტები აცხადებენ, რომ პოეზის წყარო ყოველგვარი შეზღუდვებისგან გათავისუფლებული სუბიექტურობაა. ამით უნებლიედ კარს უხსნიან უფორმო, შედარებით მდარე ხარისხის ტექსტებს. ამას თავადაც აცნობიერებენ და ამიტომ არაგონი, ელუარი და ბრეტონი აღიარებენ ამ საქმიანობის წმინდად ექსპერიმენტულ ხასიათს.
 
 
== სიურრეალიზმი და [[კომუნიზმი]] ==
[[imageფაილი:LouisAragon.jpg|right|thumb|200px|ლუი არაგონი]]
 
[[1929]] წელს სიურრეალისტთა ჯგუფში დიდი განხეთქილება ხდება. მთავარი საკითხი შემდეგია: უნდა ჩადგეს თუ არა სიურრეალიზმი კომუნისტური პარტიის სამსახურში. ერთის მხრივ არის [[არაგონი, ლუი|ლუი არაგონი]] და მისი მოკავშირეები, რომლებიც [[რუსეთი|რუსეთში]] სამოგზაუროდაც კი მიდიან, მეორეს მხრივ კი - ბრეტონი. ეს უკანასკნელი თავიდან, მართალია გარკვეული ნდობით იყო განმსჭვალული კომუნისტური პარტიის მიმართ, მაგრამ მალე ხვდება, რომ კონკრეტული პარტიის სამსახურში ჩადგომით სიურრეალიზმი კარგავს მებრძოლ სულისკვეთებას, ექცევა გარკვეულ ჩარჩოებში. ბრეტონის პოზიცია შემდგომში მდგომარეობს: გამოვაცხადოთ, რომ ვართ რევოლუციის სამსახურში, მივსდევთ იმავე მიზნებს, ოღონდ ვიმუშავოთ დამოუკიდებლად.
ხაზი 30:
 
== სიურრეალიზმი ხელოვნებაში ==
[[imageფაილი:De Chiricos Love Song.jpg|left|thumb|225px|დე კირიკო, ''სასიყვარულო სიმღერა.'' 1914.]]
სიურრეალისტური მიმდინარეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ვიზუალურ ხელოვნებაში. ისევე როგორც ლიტერატურაში, აქაც სიურრეალიზმი იკვლევს ქვეცნობიერს, მიზნად ისახავს სურვილისა და ოცნების გათავისუფლებას. ავტომატური წერის პრინციპს აქ ენაცვლება [[1923]] წელს [[მასონი, ანდრე|ანდრე მასონის]] მიერ შემოტანილი რაციონალური კონტროლისგან თავისუფალი ავტომატური ხატვის პრინციპი. ამას ემატება [[კოლაჟი|კოლაჟის]] ტექნიკა, რომელიც ძალიან ხშირადაა გამოყენებული [[ერნსტი, მაქს|მაქს ერნსტის]] ნაშრომებში. მოგვიანებით ჩნდება [[მაგრეტი, რენე|მაგრეტისა]] დალი, სალვადორ|დალის]] შედევრები, რომლებიც ცალკეული ელემენტების შერწყმით სიზმრისეულ სურათებს წარმოადგენენ.
 
[[1925]] წელს სიურრეალისტ მხატვართა პირველი ერთობლივი გამოფენა ეწყობა [[პარიზი|პარიზში]]. ამას მოჰყვება [[1936]] წელს [[ლონდონი|ლონდონსა]] და [[ნიუ-იორკი|ნიუ-იორკში]], [[1937]] წელს [[ტოკიო]]ში და [[1938]] წელს ისევ პარიზში გამოფენები. სიურრეალიზმის გავლენა განსაკუთრებით დიდი აღმოჩნდა ამერიკულ ხელოვნებაზე, კერძოდ [[პოლოკი, ჯექსონ|ჯექსონ პოლოკის]] შემოქმედებაზე და მთლიანად Action Painting-ზე. სიურრეალისტების მიერ საგნისადმი მიმართული ყურადღება კი მომავალში [[პოპ-არტი]]ს მომასწავებელიცაა. ასევე საგრძნობია სიურრეალიზმის გავლენა 60-იან წლებში [[ევროპა]]ში ჩამოყალიბებულ [[ავანგარდი]]სტულ მიმდინარეობაზე, რომელიც [[ახალი რეალიზმი]]ს სახელითაა ცნობილი.
 
== ზოგიერთი სიურრეალისტი შემოქმედი ==
[[სურათიფაილი:ThePersistenceofMemory.jpg|thumb|300px|დალი. ''მეხსიერების მდგრადობა.'' 1931.]]
* [[არაგონი, ლუი|ლუი არაგონი]] (გარიცხულ იქნა 1932 წელს)
* [[არტო, ანტონენი|ანტონენი არტო]] (გარიცხულ იქნა 1926 წელს)
ხაზი 68:
* [http://regner.free.fr/ ავტომატური წერა და ავტომატური ხატვა.]
* [http://nouvellerevuemoderne.free.fr La Nouvelle Revue Moderne. სიურრეალისტური ლიტერატურა და კოლაჟი.]
* [http://www.surrealismus.cz/ ჩეხი და სლოვაკი სიურრეალისტური ჯგუფები]
* [http://greek-surrealism.tripod.com/ ათენის სიურრეალისტურ ჯგუფი]
* [http://www.surrealistmovement-usa.org/ სიურრეალისტური მიმდინარეობა აშშ-ში]
ხაზი 78:
 
{{დასავლური ხელოვნების მიმდინარეობები}}
 
{{Link FA|el}}
 
[[კატეგორია:მხატვრული მიმდინარეობები]]
[[კატეგორია:ლიტერატურული მიმდინარეობები]]
 
{{Link FA|el}}
 
[[ar:سريالية]]
ხაზი 115:
[[it:Surrealismo]]
[[ja:シュルレアリスム]]
[[kn:ಸರ್ರಿಯಲಿಸಮ್ (ನವ್ಯ ಸಾಹಿತ್ಯ ಸಿದ್ದಾಂತ ಚಳವಳಿ)]]
[[ko:초현실주의]]
[[ku:Surrealîzm]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სიურრეალიზმი“-დან