მღრღნელები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: sah:Кэрбээччилэр аймахтара
სურათი
ხაზი 1:
{{ტაქსოდაფა *
| სახელი =მღრღნელები
| სურათის ფაილი =ciyviStreifenhoernchen.jpg
| სურათის წარწერა =Tamias sibiricus
| სურათის აღწერა =[[Tamias sibiricus]]
| სამეფო = ცხოველები
| ტიპი =[[ქორდიანები]]
| კლასი =[[ძუძუმწოვრები]]
| რიგი = '''მღრღნელები'''
| ოჯახი =
| გვარი =
| სახეობა =
| ლათ = Rodentia
| არეალის რუკა =
| ვიკისახეობები =Rodentia
| commons = Category:Rodentia
}}
'''მღრღნელები''' (Rodentia), [[ხერხემლიანები|ხერხემლიან]] ცხოველთა რიგი [[ძუძუმწოვრები]]ს კლასისა. აერთიანებს ძუძუმწოვრების სახეობათა საერთო რაოდენობის მესამედზე მეტს. დამახასიათებელია გრძელი საჭრელი კბილები, რომლებსაც ფესვები არა აქვთ, ცხოველის მთელი სიცოცხლის განმავლობაშიი იზრდება და შესაბამისად ცვდება. ეშვები არა აქვთ. საჭრელებსა და ძირითად კბილებს შორის თავისუფალი არეა, რომელსაც [[დიასტემა]] ეწოდება. მღრღნელები გავრცელებული არიან მთელს მსოფლიოში, მრავალ ოკეანურ კუნძულზეც კი. ბინადრობენ ტყეში, ველზე, ალპურ მდელოზე, უდაბნოში წყალსატევის სანაპიროსთან და ა. შ. ხშირად გვხვდებიან კულტურულ ლანდშაფტში, ადამიანის საცხოვრებელ ადგილებში და სხვა. ზოგიერთი ([[ციყვი]], [[ძილგუდა]], [[მეხეური მაჩვზღარბი]] და სხვა) მეხეური ცხოვრების ნირისადმი შეგუებული, ზოგი ([[თახვი]], [[ონდატრა]], [[წყლის მემინდვრია]] და სხვა) ნახევრად წყლის ბინადარია, რიგი სახეობები ([[ბრუცა]], [[ცოკორი]] და სხვა) სიცოცხლის მეტ ნაწილს [[სორო]]ში ატარებენ, უმრავლესობა კი მიწის ზედაპირზე ცხოვრობს. ცნობილია მღრღნელების 30-მდე ოჯახი, რომელთა შორის აღსანიშნავია [[მაჩვზღარბისებრნი]], [[ნუტრიისებრნი]], [[თახვისებრნი]], [[ციყვისებრნი]], [[ძილგუდასებრნი]], [[მიწის კურდღლისებრნი]], [[თაგვისებრნი]], [[ბრუცასებრნი]] და სხვა.
Line 21 ⟶ 18:
 
[[საქართველო]]ში გავრცელებული მღრღნელებიდან აღსანიშნავია [[კავკასიური ციყვი]], ძილგუდა, ჩვეულებრივი, საზოგადოებრივი და [[პრომეთეს მემინდვრია|პრომეთეს მემინდვრიები]] და სხვა. უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ჩვენს რესპუბლიკაში ძვირფასი ბეწვის გამო აკლიმატიზებულია ალთაური და [[თელეუთური ციყვი]], [[ნუტრია]].
 
== ლიტერატურა ==
*''ჯანაშვილი ა.,'' საქართველოს ცხოველთა სამყარო, ტ. 3 - ხერხემლიანები, თბ., 1963
*''ჯანაშვილი ა.,'' [[ქსე]], ტ. 7, გვ. 237, თბ., 1984
 
 
 
{{ცხოველები}}
{{Link FA|de}}
 
[[კატეგორია:მღრღნელები]]
 
{{Link FA|ca}}
{{Link FA|de}}
 
[[als:Nagetiere]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მღრღნელები“-დან