იობი (აქიაშვილი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 28:
[[1982]] წელს ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ უწმინდესისა და უნეტარესის [[ილია II]]-ის ლოცვა-კურთხევით [[საქართველოს საპატრიარქო]]ში მუშაობა დაიწყო ეკონომისტად, ხოლო ერთი წლის შემდეგ დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-სამეურნეო განყოფილების უფროსის მოადგილედ.
 
[[1985]] წელს ჩაირიცხა [[მცხეთის სასულიერო სემინარია]]ში. [[მცხეთა]]ში სწავლის პერიოდში სურვილი გაუჩნდა მონასტრული ცხოვრებისა. არდადეგების დროს მორჩილებას გადიოდა ბეთანიის მამათა მონასტერში და მარტყოფის საპატრიარქო რეზოდენციაშირეზიდენციაში.
 
[[1988]] წლის 3 იანვარს [[სამთავრო]]ში ეპისკოპოსმა ზოსიმემ (შიოშვილი) შეასრულა მისი ბერად კურთხევის წესი, სახელდებით იობი. იმავე წლის 19 იანვარს [[ნათლისღება]]ს, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ აკურთხა დიაკვნად, ხოლო ამავე წლის 28 მარტს მღვდლად. 1988 წ. 22 ივნისს დაინიშნა [[მარტყოფი]]ს ღვთაების მონასტრის წინამძღვრად. 1989 წ. ზაფხულში მონაწილეობა მიიღო მისიონერულ მოგზაურობაში, რომელიც მოეწყო [[აჭარა]]ში.
 
[[1989]] წ. 3 სექტემბერს აყვანილ იქნა [[იღუმენი]]ს ხარისხში, ამავე წლის ოქტომბერში უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გადაყვანილი იქნა აჭარაში, [[სხალთა|სხალთის]] ახალ-გახსნილ მამათა მონასტერში, სადაც ერთი წელი დაჰყო. 1990 წ. 28 აგვისტოს [[ვარძია]]ში უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიერ აყვანილ იქნა [[არქიმანდრიტი]]ს ხარისხში.
ხაზი 38:
1992 წელს წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით გამორჩეულ იქნა მანგლელ ეპისკოპოსად. 17 მაისს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია II-ის და წმინდა სინოდის წევრთა ხელდასხმით მოხდა ეპისკოპოსად კურთხევა, ხოლო სექტემბრის თვეში დაინიშნა თბილისის სემინარიისა და აკადემიის პრორექტორად სტუდენტთა აღმზრდელობით დარგში.
 
1992 წ. 28 დეკემბერს წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით გადაიყვანეს ბათუმ-შემოქმედის ეპარქიაში მმართველად და პატრიარქის ბრძანებით დაინიშნა ხულოს[[ხულო]]ს სასულიერო სასწავლებლის რექტორად.
 
1995 წ. გაზაფხულზე ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის გაყოფის შემდეგ დაინიშნა ბათუმისა და სხალთის ეპარქიის მმართველად..
1996 წ. 21 ოქტომბრიდან დაინიშნა [[ურბნისისა და რუისის ეპარქია|ურბნისისა და რუისის ეპარქიის]] მმართველად, იმავდროულად ინიშნება კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად.
 
1996 წ. 25 დეკემბერს აყვანილ იქნა [[მთავარეპისკოპოსი]]ს ხარისხში, ხოლო [[2000]] წ. 28 ნოემბერს [[მიტროპოლიტი]]ს ხარისხში.
 
==რესურსები ინტერნეტში==