სამთავროს მონასტერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 80:
ქართულ საისტორიო წყაროებში ("[[მოქცევაჲ ქართლისაჲ]]", "[[ცხოვრება ქართუელთა მეფეთა]]") მოიხსენიება, როგორც "გარეუბნისა ეკლესია" და "ზემო ეკლესია" (ზემოჲ ეკლესიაჲ), საპირისპიროდ [[სვეტიცხოველი |სვეტიცხოვლის]] ტაძრისა, რომელსაც "ქუემო ეკლესია" ეწოდებოდა.<ref>შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979;</ref><ref>ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ილ. აბულაძის რედ., წგნ. 1, თბ., 1963;</ref><ref>მოქცევაჲ ქართლისაჲ, ახლადაღმოჩენილი სინური რედაქციები, გამოსცა ზ. ალექსიძემ, თბ., 2007;</ref><ref>ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, თბ., 1955;</ref>
 
V საუკუნის 20-30-იან წლებში, [[არჩილ I |არჩილ]] მეფის დროს, [[მირიან III |მირიანის]] მიერ აშენებული [[სვეტიცხოველი |სვეტიცხოვლის]] ტაძარი დანგრეულა და [[იონა]] მთავარეპისკოპოსს კათედრა ზემო ეკლესიაში გადმოუტანია: "შემდგომად მეფობდა არჩილ, და მთავარებისკოპოსი იყო იონა. და მაშინ დაეცა ქუემოჲ ეკლესიაჲ. და იონა მოიცვალა გარეუბნისა ეკლესიასა და სუეტი იგი ცხოველი თანა-წარმოიღო".<ref>შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979;</ref> სწორედ ამ დროიდან ეწოდა "ზემო ეკლესიას " სახელად "სამთავრო", როგორც მთავარეპისკოპოსის რეზიდენციას.
 
სამთავროს მთავარი ტაძარი წარმოადგენს გეგმით სწორკუთხა ნაგებობას. წინა ხანის ნაგებობათაგან განსხვავებით აქ გეგმა დამოკლებულია, გუმბათი ეყრდნობა არა 4 თავისუფლად მდგარ ბოძს, როგორც ეს მანამდე იყო, არამედ 2 ბოძსა და საკურთხევლის შვერილებს. საკურთხევლის აფსიდის ორივე მხარეს 2 სართულად განლაგებული გვერდითი სათავსებია. ტაძარი როგორც ჩანს, თავიდანვე შელესილი და მოხატული იყო. კანკელი მოგვიანებითაა აღდგენილი. ტაძარს სამხრეთიდან მიშენებული აქვს კამარებით გადახურული დიდი ეგვტერი - კარიბჭე . მეორე მინაშენი ჩრდილოეთის მხარესაა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ტაძრის დეკორატიული მორთულობა. აღმოსავლეთის ფასადზე გამოყენებულია ხუთთაღიანი კომპოზიცია. უფრო ინტენსიურად და ბრწყინვალედაა დამუშავებული სამხრეთისა და ჩრდილოეთის ფასადები. გუმბათის ყელი XIII-XIV საუკუნეებშია მთლიანად აღდგენილი.