თემურ ჩხეიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 5:
==ბიოგრაფია==
 
1965 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1965-1967 წლებში რეჟისორად მუშაობდა შ. დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატულ თეატრში. 1967-1970 წლებში მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში, 1970-1980 წლებში იყო რუსთაველის სახელობის თეატრის რეჟისორი, ხოლო 1980 წლიდან კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია. საუკეთესო დადგმები: ჯ. მონიავას "კორპუსი 5, ოთახი 55", ვ. დასრასელის "კიკვიძე" და სხვა (ზუგდიდის თეატრი), ი. ოტჩენაშეკის "რომეო, ჯულიეტა და წყვდიადი", დ. კლდიაშვილის "უბედურება" სხვა (მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრი); ფ. გარსია ლორკას "ბერნარდა ალბას სახლი", დ. კლდიაშვილის ([[სტურუა, რობერტ რობერტის ძე|რ. სტურუასთან ერთად]]), სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე" და სხვა (რუსთაველის სახელობის თეატრი); ჰ. იბსენის "მოჩვენებანი", ლ. ქიაჩელის "ჰაკი აძბა", შექსპირის "ოტელო", მ. ლერმონტოვის "თავადის ასული მერი" და სხვა (კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრი). მოსკოვის სამხატვრო აკადემიურ თეატრში დადგა სპექტაკლი მ. ჯავახიშვილის "ჯაყოს ხიზნები" (1982). შექმნა სატელევიზიო სპექტაკლები და ვიდეოფილმები ( მ. ჯავახიშვილის "ჯაყოს ხიზნები", "თეთრი კურდღელი", ნ. დუმბაძის "კუკარაჩა", "მარადისობის კანონი"). გადაღებულია კინოფილმში "მშობლიურო ჩემო მიწავ!" (გიორგი თორელი, ლენინური პრემია, 1986). დაჯილდოებულია [[საპატიო ნიშანი|"საპატიო ნიშნის"]] ორდენით.
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თემურ_ჩხეიძე“-დან