იზა გიგოშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''იზა შალვას ასული გიგოშვილი''' (* [[16 თებერვალი]], [[1938]], [[თბილისი]]), [[ქართველები|ქართველი]] მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი ([[1981]]). [[1979]] მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია. [[1963]] დაამთავრა საქართველოს რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. [[1963]]-[[1967]] იყო თბილისის [[რუსთაველის სახელობის თეატრი|რუსთაველის სახელობის თეატრის]] მსახიობი, [[1967]]-[[1969]] - [[მარჯანიშვილის სახელობის თეატრი|მარჯანიშვილის სახელობის თეატრისა]], [[1969]]-იდან კვლავ რუსთაველის თეატრშია. 1997 წელს დააარსა [[სამეფო უბნის თეატრი]].

გიგოშვილის თამაში გამოირჩევა სინატიფით, პლასტიკით, მოხდენილობითა და გარდასახვის უნარით; შექმნა მომხიბლავი და გულწრფელობით აღსავსე თავგანწირულ, შეუპოვარ ქალთა სახეები:ძაბული ([[გამსახურდია, კონსტანტინე|კ. გამსახურდიას]] "მთვარის მოტაცება"), კაბილა ([[მიუსე, ალფრედ დე|ა. დე მიუსეს]] "სიყვარული სახუმარო არ არის"), ჰერმია ([[შექსპირი, უილიამ|უ. შექსპირის]] "ზაფხულის ღამის სიზმარი"), ქსენია ([[ლავრენიოვი, ბორის|ბ. ლავრენიოვის]] "რღვევა"), ნატო ([[ჩხაიძე, ალექსანდრე|ა. ჩხაიძის]] "ხიდი"), გრუშე ვაჩნაძე ([[ბრეხტი, ბერტოლტ|ბ. ბრეხტის]] "კავკასიური ცარცის წრე"), ზიტა ([[ლესინგი, გოტჰოლდ ეფრაიმ|გ. ლესინგის]] "ნათან ბრძენი"), შუშანიკი ([[იაკობ ცურტაველი (ხუცესი)|ი. ცურტაველის]] "შუშანიკის მარტვილობა"), თამარი ([[გოლდონი, კარლო|კ. გოლდონის]] "მშვენიერი ქართველი ქალი") და სხვა.
 
[[კატეგორია:ქართველები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იზა_გიგოშვილი“-დან