ფხოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 5:
"ფხოელები", ანუ [[ფხოველები]] პირველად იხსენიებიან "[[მოქცევაჲ ქართლისაჲ]]"–ში, სადაც ვკითხულობთ, რომ [[წმინდა ნინო]]ს ქართლის მოქცევის და [[მცხეთა]]ში ეკლესიის ორგანიზების შემდგომ (326 წ.), [[აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი | აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთშიც]] უქადაგია: "წარიყვანა [[იაკობ მღვდელი |იაკობ მღდელი]], [[საბერძნეთი]]თ მოსრული და [[ერისთავი |ერის–თავი]] ერთი, წარვიდა და დადგა [[წობენი |წობენს]]. და მოუწოდა, მთეულთა, [[ჭართალი |ჭართალელთა]] და ფხოელთა, და [[წილკანი |წილკანელთა]] და უქადაგა სარწმუნოვებაჲ ქრისტჱსი. ხოლო მათ განუყარეს თავი და ერისთავმან მცირედ წარჰმართა მახჳლი და შიშით მოსცნეს კერპნი მათნი დალეწად".<ref>შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979, გვ. 323</ref>
 
შემდეგ საუკუნეებში ფხოელნი მოხსენიებულია კახეთის "ქორიკოზის" ([[ქორეპისკოპოსი]]) [[კვირიკე IIIII |კვირიკე III დიდი]] დროს (1014 წ. ), როდესაც მან [[კახეთი]] ხელმეორედ დაიპყრო და ახალი [[საერისთავოებისაერისთავო]]ები განაწესა, ნათქვამია: "... მეორე (ერისთავი) დასვა [[კვეტერა |კვეტერისა]] და მიეცა [[უჯარმა |უჯარმის]] ზემოთი ორთა მთათა შორის, რომელ არიან [[კახეთი]]სა და [[კუხეთი]]სა ვიდრე კავკასამდე და გარდაღმად. ესე არს [[ერწო–თიანეთიერწო-თიანეთი]], [[ფხოველნი]], [[ძურძუკი]] და [[ღლიღვი]]".<ref>ვახუშტი, საქართველოს ცხოვრება, ზ.ჭიჭინაძის გამოცემა, ტფილისი, 1913, გვ 151</ref> ამ მოკლე ცნობიდან ირკვევა, რომ ფხოვი საშუალო საუკუნეებში კვეტერის საერისთავოში შედიოდა.
 
XIII საუკუნეში, [[თამარ მეფე |თამარის]] მეფობის უკანასკნელ წლებში, დაახლოებით 1212 წელს, ფხოელები და [[დიდოელები]] გამდგარან. „[[ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი]]“ მოგვითხრობს, რომ გამდგარ მთიულებს დაუწყიათ [[საქართველოს სამეფო]]ს ტერიტორიების აწიოკება. [[ივანე ათაბაგიI მხარგრძელი |ივანე ათაბაგს]] სამ თვეში კვლავ დაუმორჩილებია [[ფხოველნი]] და [[დიდოელები |დიდოელნი]], მათთვის [[ხარაჯა]] (საადგილმამულო გადასახადი) დაუწესებია და მეკავშირეობის გამტკიცების მიზნით [[მძევალი |მძევლები]] წამოუსხია. ამ ამბების აღწერისას მემატიანე ხაზს უსვამს განდგომილ მთიულთა სარწმუნოებასაც და გვაძლევს მათ მოკლე დახასიათებას: „ხოლო ფხოველნი ჯუარის მსახურნი არიან და ქრისტიანობასა იჩემებენ. ამათ იწყეს რბევად და ჴოცად და ტყუეობად ცხადად და ღამით. მოუწოდა მეფემან [[ათაბაგი |ათაბაგსა]] და ყოველთა მთეულთა ... მისცა ათაბაგსა და წარავლინა მათ ზედა. ხოლო ივანე გონიერად ყო: აღვიდა მთასა ჴადისასა და წარვლო წუერი მთისა, წარდგა მთასა ფხოველთასა და დიდოთასა, რომელი არავის ექმნა, არცა პირველ, არცა შემდგომად, რამეთუ ერთ–კერძო დაურჩა [[დურძუკეთი]] და ერთ–კერძო [[დიდოეთი]] და ფხოეთი. ცნეს რა მისვლა [[ათაბაგი]]სა, მოვიდეს ძღუნითა მეფენი დურძუკთანი, მოსცეს [[ლაშქარი]] და დაუდგეს გუერდსა. და იწყეს ზეიდაღმან ბრძოლად, და რბევად, და კლვად, და ტყუეობად და დაწუად; მოსწყჳდეს ურიცხჳ კაცი დიდოი და ფხოვი, და დაყვნეს სამნი თუენი: ივნის, ივლისი და აგჳსტოსი. მაშინ შეიწრებულთა ათაბაგისათა მოსცეს მძევლები და აღუთქუეს მსახურებად ხარაჯა, და პირი სიმტკიცისა აღუთქუეს. წარმოასხეს მძევლები, ქმნეს [[ზავი |ზავნი]] და ესრეთ გამარჯუებითა მოვიდა ივანე მეფეს წინაშე და რქუა: „ძლიერო მეფეო! იქმნა ბრძანება შენი, მოვაოჴრენ ურჩნი შენნი დოდიეთი და ფხოეთი“.<ref>ქართლის ცხოვრება, ტ. II, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, თბ., 1959, გვ. 111–112</ref>
 
ამ დროიდან ამ მხარეს სახელიც ეცვლება და ფხოვის ნაცვლად შემდეგ საუკუნეებში ის ფშავად იხსენიება. მისი ძველი ისტორიული სახელი ფხოვი დღეს მხოლოდ ერთ სოფელს, შუაფხოს შერჩენია, რომელიც ფხოვის არსებობის უტყუარი მოწმეა. შესაძლებელია, ეს შუაფხო XII საუკუნეში თავისი პოლიტიკურ–ეკონომიკური მნიშვნელობით ფხოვის ცენტრი ყოფილიყო, სადაც დაცულია ფშავის ძლიერი სალოცავი იახსრის ხატი და ნასოფლართა ნანგრევები. ფხოელების სახელწოდებაც ამ გეოგრაფიული ფხოვიდან უნდა ყოფილიყო წარმოშობილი, მაგრამ ამბოხების შემდეგ ფხოვის ხეობაშიც სახელი ფხოვი იცვლება, რომლის ნაცვლად შემოდის "ფშავი".<ref>მაკალათია სერგი, ფშავი, თბ., 1934</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფხოვი“-დან