ალგეთის ხეობა: განსხვავება გადახედვებს შორის

დასუფთავებ, replaced: რაიონ → მუნიციპალიტეტ (4) using AWB
(Robot: Cosmetic changes)
(დასუფთავებ, replaced: რაიონ → მუნიციპალიტეტ (4) using AWB)
ხეობის შუაწელში განვითარებული იყო [[მევენახეობა]], მოჰყავდათ მარცვლეული კულტურები. ზემოწელში უმთავრესად [[მემინდვრეობა]] და [[მესაქონლეობა]] იყო გავრცელებული. ალგეთის ხეობაზე გადიოდა ცნობილი ცხვრის გზა. თრიალეთ-ჯავახეთის საძოვრებისაკენ მიმავალი კახეთის ცხვარი გაივლიდა კოჟრისა (კოჯრის) და [[ორბეთის ციხე]]ების ძირას და მდინარე [[ალგეთი (მდინარე)|ალგეთზე]] გადებული სპეციალური ცხვრის ხიდით ადიოდა ბედენის პლატოზე, რომელიც უშუალოდ თრიალეთს ეკვრის.
 
XV საუკუნისათვის, როდესაც საქართველოს ფეოდალურ საზოგადოებრივ ურთიერთობაში ახალი ვითარება შეიქმნა და სათავადოების სისტემა წარმოიშვა, ალგეთის ხეობა ქვიისა და მაშავერის ხეობებთან ერთად [[საბარათიანო|საბარათიანოს]] შემადგენლობაში მოექცა. XVI—XVII საუკუნეებში საბარათიანო რამდენიმე სათავადოდ დაიშალა, რომელთა დიდი ნაწილი ისევ ალგეთის ხეობაში ჩამოყალიბდა (საგოსტაშაბისშვილო — ცენტრით ამლივ-ტბისში, საგერმანოზიშვილო — ცენტრით გუდარეხში და ა. შ.). XIX საუკუნეში ალგეთის ხეობა [[თბილისის გუბერნია|თბილისის გუბერნიის]] [[ბორჩალოს მაზრა|ბორჩალოს მაზრის]] შემადგენლობაში შედიოდა. ამჟამად ალგეთის ხეობის ზემოწელი [[თეთრი წყაროს რაიონიმუნიციპალიტეტი|თეთრი წყაროს რაიონსმუნიციპალიტეტს]] ეკუთვნის, ქვემოწელი — [[მარნეულის რაიონიმუნიციპალიტეტი|მარნეულის რაიონსმუნიციპალიტეტს]].
 
[[კატეგორია:საქართველოს ხეობები]]