ალგეთის სამარხი: განსხვავება გადახედვებს შორის

დასუფთავებ, replaced: რაიონ → მუნიციპალიტეტ using AWB
(Robot: Cosmetic changes)
(დასუფთავებ, replaced: რაიონ → მუნიციპალიტეტ using AWB)
'''ალგეთის სამარხი''', ''წინწყაროს სამარხი'', ადრინდელი ანტიკური ხანის არქეოლოგიური ძეგლი. აღმოჩენილია [[1940]] წელს [[ალგეთის ხეობა|ალგეთის ხეობაში]] [[წინწყარო|სოფ. წინწყაროსთან]] ([[თეთრი წყაროს რაიონიმუნიციპალიტეტი]]).
 
ალგეთის სამარხი წარმოადგენს ქვაყუთს, რომელიც მდიდრულ ინვენტარს შეიცავდა და როგორც ჩანს, ადგილობრივი წარჩინებული პირის სამარხი იყო. აქ იპოვნეს: მიცვალებულის ბაგეებსა და თვალებზე დასაფარებელი ელექტრუმის ორნამენტირებული ფირფიტები, ელექტრუმის სამი ბალთა, ელექტრუმისა და ვერცხლის სამაჯურები, რკალგახსნილი, ფარაკიანი ვერცხლის ბეჭდები, ვერცხლისა და ბრინჯაოს საკინძეები, ლანგრები, მინის ფიალა, ვერცხლის ჩამჩა, კაპარჭის ვერცხლის გარსაკრავი, ბრინჯაოს სამფეხი, ბრინჯაოს ისრისპირი, ახალგორული ტიპის ბრინჯაოს სამი ლაგამი და ცხენის აკაზმულობის სხვა ნაწილები. ელექტრუმის ბალთებზე გამოსახულია ქალღმერთი, ფარაკიან ბეჭდებზე - მითოლოგიური პერსონაჯები. ალგეთის სამარხში მოპოვებული ნივთები ქრონოლოგიურად და ხასიათითაც ახლოს დგას [[ახალგორის განძი|ახალგორის განძთან]] და კიდევ ერთხელ მოწმობს საქართველოს მოსახლეობის მკვეთრ ეკონომიურ და სოციალურ დიფერენციაციას ძვ. წ. I ათასწლეულის შუა ხანებში. ნივთები დაცულია აკადემიკოს [[ჯანაშია, სიმონ|ს. ჯანაშიას]] სახელობის სახელობის [[საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი|სახელმწიფო მუზეუმში]].