'''ალგეთი''', [[მდინარე]] აღმოსავლეთ საქართველოში, [[თეთრი წყაროს რაიონიმუნიციპალიტეტი|თეთრი წყაროსა]] და [[მარნეულის რაიონიმუნიციპალიტეტი|მარნეულის რაიონებშიმუნიციპალიტეტებში]]. სიგრძე 108 კმ, აუზის ფართობი 763 კმ². სათავე აქვს [[თრიალეთის ქედი|თრიალეთის ქედის]] სამხრეთ კალთაზე, კლდეკარის კლდეების მახლობლად (ზღვის დონიდან 1900 მ). ზემოწელში მიედინება სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ ღრმა, ტყიან, ხოლო სოფ. [[ტბისი]]დან - ვიწრო, კლდოვან ხეობაში, [[მარნეული|მარნეულთან]] კი გამოდის ვაკეზე [[მტკვარი|მდ. მტკვარს]] ერთვის მარჯვნიდან, სოფ. [[ქესალოს]] მახლობლად. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წლიური ჩამონადენის დაახლოებით 45%-ს შეადგენს წვიმის, 25%-ს - თოვლის, 30%-ს მიწისქვეშა წყალი. წყალდიდობა გაზაფხულზე და ზაფხულის დამდეგს იცის, წლის სხვა დროს წყალმცირეა. ჩამონადენის მინიმუმი ოქტომბერშია. გაზაფხულზე მოდის წლიური ჩამონადენის თითქმის 48,1% ზაფხულზე - 32,4%, ზამთარში - 11,6%, შემოდგომაზე - 7,9%.