ალაზანი: განსხვავება გადახედვებს შორის

დასუფთავებ, replaced: რაიონ → მუნიციპალიტეტ using AWB
(დასუფთავებ, replaced: რაიონ → მუნიციპალიტეტ using AWB)
| დიდი ქალაქები =
}}
'''ალაზანი''', [[მდინარე]] აღმოსავლეთ [[საქართველო|საქართველოსა]] და [[აზერბაიჯანი|აზერბაიჯანში]], ნაწილობრივ მიედინება ამ ქვეყნების საზღვრის გასწვრივ. ალაზნის სიგრძე 390 კმ, აუზის ფართობი - 11 800 კვ.კმ, წყლის საშუალო ხარჯი - 98 კუბ.მ/წმ. საზრდოობა შერეულია, გამოიყენება სარწყავად. ალაზნის მიმდებარე ვაკეები მევენახეობის რაიონიამუნიციპალიტეტია. სათავე კავკასიონზე, მწვერვალ დიდი ბორბალოს აღმოსავლეთ ფერდობზე აქვს. ზემო დინებაში მთის მდინარეა, შემდეგ გამოდის ალაზნის ვაკეზე და იტოტება. ერთვის [[მინგეჩაურის წყალსაცავი|მინგეჩაურის წყალსაცავს]] ([[აზერბაიჯანი]]). აგებამდე პირდაპირ [[მტკვარი|მტკვარში]] ჩაედინებოდა). ალაზანი საზრდოობს მიწისქვეშა, წვიმისა და თოვლის წყლით. წყლის ჩამონადენის დაახლოებით 40%-ს მიწისქვეშა წყალი შეადგენს, წვიმისა და თოვლისა - 30-30%-ს. წყალდიდობა გაზაფხულსა და ზაფხულის პირველ ნახევარში იცის, მოვარდნა - შემოდგომაზე. ზამთარში წყალმცირეა. გაზაფხულზე მოდის წყლის ჩამონადენის 38,3%, ზაფხულზე - 29,1%, შემოდგომაზე - 20,3%, ზამთარში - 12,3%. არ იყინება. ალაზნის მარცხენა შენაკადებია [[სტორი]], [[ლოპოტა]], [[ინწობა]], [[ჩელთი]], [[დურუჯი]], [[ავანისხევი]], [[კაბალი (მდინარე)|კაბალი]], [[ლაგოდეხისწყალი]], [[მაწიმისწყალი]], [[გიშისწყალი]] (აგრიჩაი) და სხვა. მარჯვენა - [[ილტო]], [[თურდო]], [[კისისხევი (მდინარე)|კისისხევი]], [[ჭერემისხევი]], [[ფაფრისხევი]] და სხვა. ზოგი შენაკადი ღვარცოფულია (მაგ., [[დურუჯი]]). ალაზანს მინგეჩაურის წყალსაცავში წლიურად შეაქვს 2,5 მლრდ მ³ წყალი. იყენებენ სარწყავად.
 
{{საქართველოს წყლის რესურსები}}