აკაკი ანდრიაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

დასუფთავებ, replaced: რაიონ → მუნიციპალიტეტ (2) using AWB
(Robot: Cosmetic changes)
(დასუფთავებ, replaced: რაიონ → მუნიციპალიტეტ (2) using AWB)
'''აკაკი კირილეს ძე ანდრიაშვილი''' (დ. [[4 ნოემბერი]], [[1904]], [[ძველი გავაზი|სოფ. ძველი გავაზი]] (ახლანდელი [[ახალსოფელი]], [[ყვარლის რაიონიმუნიციპალიტეტი]]) ― გ. [[27 მაისი]], [[1992]], [[თბილისი]], დაკრძალულია ახალსოფელში), [[ქართველები|ქართველი]] კომპოზიტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1953).
 
== ბიოგრაფია ==
 
1933 წელს დაამთავრა [[თბილისის კონსერვატორია]] (პროფ. ს. ბარხუდარიანის საკომპოზიციო კლასი); ასპირანტურის დამთავრებსი შემდეგ (1937) იწყებს პედაგოგიურ მოღვაწეობას (1949-მდე), დაწერილი აქვს ორი სიმფონია (1933, 1937), საფორტეპიანო კონცერტი (1934), სიმფონიური პოემა "საბჭოთა ოსეთი" (1942), კვარტეტი (1944), ოპერები: "კაკო ყაჩაღი" (დაიდგა 1940), "ზვავი" (დაიდგა 1960), "ნანა" (1942), "ოთარაანთ ქვრივი" (1951), "მეგობრობა" (1954), "განდეგილი" (1971) , კომიკური ოპერა "ლაშქარა" (დაიდგა 1946), საბავშვო ოპერა "ჩხიკვთა ქორწილი" (დაიდგა 1954), სიმღერები, მუსიკა თეატრისათვის და სხვა. ანდრიაშვილის ოპერებიდან განსაკუთრებული წარმატება ხვდა ჰეროილულ ოპერა "კაკო ყაჩაღს", რომლის მუსიკალური სტილი დაფუძნებულია აღმოსავლეთ საქართველოს ხალხურ სიმღერებზე. ანდრიაშვილი მონაწილეობდა ფოლკლორულ ექსპედიციებში. 1960 წელს მოაწყო ფოლკლორული ექსპედიცია აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებშიმუნიციპალიტეტებში, ჩაიწერა 150-ზე მეტი ქართული ხალხური სიმღერა, შეადგინა (ვ. მახარაძესთან ერთად) კრებული "ქართული ხალხური სიმღრები" (1971). აღსანიშნავია ანდრიაშვილის სარედაქტორი მუშობაც. მას ეკუთვნის ზ. ფალიაშვილის ოპერა "ლატავრას" ახალი რედაქცია (ვ. ფალიაშვილთან და მ. კვალიაშვილთან ერთად).
 
== ლიტერატურა ==
* ქსე, ტ. 1, გვ. 448, თბ., 1975;
* '' ჩხიკვაძე გ.,'' ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1, გვ. 149, თბ., 1997;
{{DEFAULTSORT:ანდრიაშვილი, აკაკი}}
 
{{DEFAULTSORT:ანდრიაშვილი, აკაკი}}
[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:ქართველი კომპოზიტორები]]