|
|
'''აბულმუგი''', ''აბულმუქი'', ნასოფლარი [[მაშავერის ხეობა]]ში, დმანისის ნაქალაქარის მახლობლად ([[ბოლნისის რაიონიმუნიციპალიტეტი]]). მიუხედავად სიძველისა, [[სოფელი]] ადრინდელ წყაროებში არ იხსენიება. [[1721]] წელს ხალხის აღწერის დავთარში აბულმუგის ცხრა მებატონე და 20 გამომღები ყმაა დასახლებული. [[ვახუშტი ბატონიშვილი|ვახუშტი ბატონიშვილის]] ცნობით, აბულმუგი დაბა ყოფილა, სადაც მოიპოვებდნენ რკინასა და სპილენძს. X საუკუნეში სოფელში აუგიათ [[დარბაზული ეკლესია|დარბაზული ტიპის ეკლესია]], რომელიც XVIII საუკუნეში შეუკვეთებიათ. ამჟამად მისი ნანგრევებია შემორჩენილი, ქვებზე ქართული და ბერძნული წარწერებია.
== ლიტერატურა ==
|