ნინოს ცხოვრების რედაქციები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დამატება
No edit summary
ხაზი 1:
'''„ნინოს ცხოვრების“''' რედაქციები, ძველი ქართული მწერლობის ძეგლი, რომრლშიც მოთხრობილია ქართლში [[წმინდა ნინო|ნინო განმანათლებლის]] მიერ [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] გავრცელების ამბავი. ჩვენამდე მოღწეულია 5 რედაქცია. ყველაზე ადრინდელია შატბერდულ-ჭელიშური (IX ს.), რომელშიც ამბავი არათანამიმდევრულად, ნაწყვეტ-ნაწყვეტად არის გადმოცემული. ცალკეული თავების ავტორებად გამოცხადებული არიან თვით ნინო, რომლიც ნაამბობი თითქოს სალომე უჟარმელს ჩაუწერია, აბიათარ მღვდლის ასული სიდონია, აბიათარ მღვდელი, იაკობ მღვდელი და მირიან მეფე. ზედწარწერების მიხედვით თხზულება თითქოსდა IV საუკუნის I ნახევარში დაუწერიათ (ნაწილი ნინოს სიცოცხლეში, [[337]] წლამდე, ნაწილიც — მისი გარდაცვალების შემდეგ), მაგრამ ტექსტზე დაკვირვება აშკარად მეტყველებს შატბერდულ-ჭელიშური რედაქციის გვიანდელობას. სავარაუდოა, რომ IV საუკუნეში ქართულ ენაზე მართლაც არსებობდა ქართლის გაქრისტიანების ისტორია, რომელშიც ჩართული იქნებოდა ნინოს მისიონერული მოღვაწეობა. IV-V საუკუნეების ბიზანტიელი ისტორიკოსებიც ([[გელასი კესარიელი]], [[რუფინუსი]], [[თეოდორიტე კვირელი]], [[სოკრატე სქოლასტიკოსი]] და [[ერმია სოზომენე]]) მოგვითხრობენ ქართლში ვინმე ტყვე ქალის მისიონერულ მოღვაწეობაზე. შატბერდულ-ჭელიშური რედაქცია ძველი წყაროების ლიტერატურული გადამუშავება უნდა იყოს. ავტორი ამჟღავნებს თავისი ეპოქის შესაბამის მკვეთრ ეროვნულ-პოლიტიკურ ტენდეციას.
 
II რედაქცია ეკუთვნის [[ლეონტი მროველი|ლეონტი მროველს]], რომლის ისტორიულ ნაშრომში „ცხოვრება ქართველთაქართუელთა მეფეთა და პირველთაგანთა მამათა და ნათესავთა“ მირიან მეფის მოღვაწეობასთან დაკავშირებით ნინო განმანათლებლის ამბავიც არის გადმოცემული. ლეონტი მროველის რედაქცია შატბერდულ-ჭელიშურის თავისებური გადაკეთებაა. ორივე რედაქციის ნაკლი (ქრონოლოგიური თანამიმდევრობის, მწყობრი კომპოზიციის უქონლობა) გაითვალისწინა ახალი მეტაფრასული რედაქციის XII საუკუნის დასაწყისში ავტორმა, როგორც ვარაუდობენ, [[არსენ იყალთოელი|არსენ იყალთოელმა]]. მან დიდი პატრიოტული შემართებით შექმნა ისტორიულ-ლიტერატურული დოკუმენტი, რომელიც შეიცავს საინტერესო და ზოგჯერ უნიკალურ ცნობებს ქართლის მოქცევასა და განმანათლებელთა ვინაობაზე.
 
IV რედაქცია არსენ იყალთოელის თხზულების შემოკლებული და გამარტივებული (პერიფრაზირებული) ვარიანტია, ეკუთვნის დაახლოებით XIII საუკუნის უცნობ რედაქტორ-გადამწერს.