გაცი და გაიმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''გაცი და გა''' – ქართული წარმართული პანთეონის ღმერთები. მათი [[კერპი | კერპები]], "[[მოქცევაჲ ქართლისაჲ]]"–ს თანახმად, [[არიან-ქართლი]]დან [[მცხეთა]]ში მოუტანია [[აზო]]ს, [[არიან-ქართლი]]ს მეფის ძეს, რომელიც [[ალექსანდრე მაკედონელი | ალექსანდრე მაკედონელის]] მიერ [[ქართლი]]ს მეფედ იქნა დასმული [[ძვ. წ. IV საუკუნე]]ში.<ref>შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979, გვ. 320</ref> სწორედ ამიტომ მატიანეში მათ "კერპნი სამეფონი"<ref>შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979, გვ. 338</ref> და "ძუელნი ღმერთნი მამათა ჩუენთანი" ეწოდებათ.<ref>შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979, გვ. 340</ref>
'''გაცი და გაიმი''' — [[ქართული მითოლოგია|ქართულ მითოლოგიაში]] [[ღვთაება|ღვთაებები]], რომლებსაც [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] გავრცელებამდე სცემდნენ თაყვანს. კერპები ქართველებს თავიანთი პირვანდელი სამშობლოდან არიან-ქართლიდან მოუტანიათ. გაცზე და გაიმზე ცნობები მხოლოდ ხელნაწერებშია შემონახული. ამ ხელნაწერების თანახმად, გაცის ოქროს კერპი და გაიმის (გას) ვერცხლის კერპი არმაზის და ქართული წარმართული პანთეონის სხვა ღვთაებების კერპების გვერდით იდგა და ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ განადგურდა. ხელნაწერ ტექსტებში გაცი და გაიმი “ყველაზე იდუმალის გამგეებად” მოიხსენიება (იხ. სტატია "[[გაცი და გა]]").
{{ქართული მითოლოგია}}
 
"[[ცხოვრება ქართუელთა მეფეთა]]"–ს მიხედვით, ამ ღმერთებს ეწოდებათ "[[გაცი და გაიმი]]" და მათი კერპები აზონს (იგივე [[აზო]]) მცხეთაში შეუქმნია.<ref>ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, ტ. 1, თბ., 1955, გვ. 20</ref>
[[კატეგორია:ქართული მითების პერსონაჟები]]
 
[[წმინდა ნინო | წმ. ნინოს]] "ცხოვრების" ყველა ვერსია ადასტურებს, რომ გაცის და გას (გაიმის) კერპები [[მცხეთა]]ში, [[ახ. წ. IV საუკუნე | ახ. წ. IV საუკუნეში]], [[ქართლი]]ს [[ქრისტიანობა]]ზე მოქცევამდე მდგარან.
[[en:Gatsi and Gaim]]
 
[[fi:Gatsi ja Gaim]]
"[[მოქცევაჲ ქართლისაჲ]]"–დან ვიგებთ, რომ გაცის და გას კერპები მდგარან არმაზის მთაზე, ფარნავაზის მიერ აღმართული არმაზის კერპის მარჯვნივ და მარცხნივ – მარჯვნივ გაცი, ხოლო მარცხნივ – გა. ამასთან გაცის კერპი ოქროსგან ყოფილა დამზადებული, გასი კი – ვერცხლისგან.<ref>შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979, გვ. 335</ref> რაც შეეხება გაცისა და გას კულტის რიტუალურ მხარეს, ამავე წყაროს თანახმად, მათ ჩვილ სეფეწულებს სწირავდნენ: "შეიწირვოდა მათა ერთი სეფეწული ცეცხლითა დაწუვად და მტუერი გარდაბნევად თავსა კერპისასა".<ref>შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979, გვ. 337</ref>
 
"[[მოქცევაჲ ქართლისაჲ]]"–ს სამ, შატბერდულ, ჭელიშურ და სინურ რედაქციებში და "[[ცხოვრება ქართუელთა მეფეთა |"მეფეთა ცხოვრების]]" სხვადასხვა ხელნაწერებში დასტურდება ამ კერპთა სახელების ვარიანტთა მრავალფეროვნება:
 
1. შატბერდული: ა)გაცი; ბ. გა
 
2. ჭელიშური: ა) გაცი/გაიც; ბ) გაცა/გაცაჲ
 
3. სინური: ა) გაცი; ბ) გა/გაცა
 
4. "მეფეთა ცხოვრება": ა) გაცი/გაც; ბ) გაიმ/გიმ/გაიამ/გაიმაა<ref>ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, ქართლი ელინიზმისა და ქრისტიანობსი სათავეებთან "მოქცევაჲ ქართლისაჲ"–ს და "ქართველ მეფეთა ცხოვრების მიხედვით", დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, თბ., 2006, გვ. 79</ref>
 
გასული საუკუნის დასაწყისში [[ნიკოლოზ მარი | ნიკო მარმა]] გამოთქვა მოსაზრება, რომ საქართველოში გაცის და გას კულტს რეალურად არ უარსებია და მათი სახელები ქართულ მწერლობაში მწიგნობრული გზით დამკვიდრებულა. როგორც იგი ფიქრობდა, ღვთაება გას ქართველები შეიძლებოდა გასცნობოდნენ რომელიღაც ქრისტიანულ სირიულ ტექსტში. <ref>Марр Н., Боги языческой Грузии по древне-грузинским источникам, СПБ., 1901, ст. 19, 21</ref>
 
ბოლო დრომდე პოპულარობით სარგებლობდა [[გიორგაძე გრიგოლ | გრიგოლ გიორგაძის]] მოსაზრება იმის თაობაზე, რომ არმაზი, გაცი და გა წარმოადგენდნენ ხეთურ–ხურიტული პანთეონიდან მომდინარე ღვთაებრივ ტრიადას.<ref>გიორგაძე გ., ათასი ღვთაების ქვეყანა, თბ., 1988</ref>
 
ბოლო დროს, [[ნიკოლოზიშვილი ნიკოლოზ (ნიკო) | ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა]] უარყო როგორც ნ. მარის, ასევე გ. გიორგაძის აღნიშნული მოსაზრებები.<ref>ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, ქართლი ელინიზმისა და ქრისტიანობსი სათავეებთან "მოქცევაჲ ქართლისაჲ"–ს და "ქართველ მეფეთა ცხოვრების მიხედვით", დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, თბ., 2006, გვ. 78–81</ref> მისი აზრით, მიუხედავად სამი კერპის (არმაზი, გაცი, გა)ერთ მთაზე გვერდიგვერდ დგომისა, ისინი არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც ღმერთების კლასიკური ტრიადა. სამი კერპის ერთად დგომა ან გამოსახვა ჯერ კიდევ არ ნიშნავს ღვთაებრივი ტრიადისადმი მათ კუთვნილებას. გაცი და გა წყვილი ღვთაებაა. დღემდე ცნობილ ყველა წარმართულ რელიგიაში ღვთაებათა წყვილების აბსოლუტური უმრავლესობა საპირისპირო სქესისანი იყვნენ. ნ. ნიკოლოზიშვილი მიიჩნევს, რომ გაცი მამრობითი სქესის ღვთაება უნდა ყოფილიყო, ხოლო გა მდედრობითისა. ამასთან, სახელი გა უნდა მომდინარეობდეს ძველი ბერძნული მიწის ღვთაების გეა–ს სახელიდან (ბერძნული: Γαία; დიალექტური ფორმები: Γῆ–გე და Γᾶ–გა); მამრობითი სქესის ღვთაების სახელი გაცი უნდა მომდინარეობდეს ასევე ბერძნული სიტყვიდან γήτης/γηίτης – გეტეს/გეიტეს, დიალექტური γάτης – გატეს, რაც "მიწათმოქმედ კაცს", "მიწის მხვნელ კაცს" ნიშნავს. მსოფლიოს აბსოლუტურად ყველა ხალხის მითოლოგიაში (გამონაკლისია მხოლოდ ეგვიპტური ჰელიოპოლური მითი), მდედრული საწყისი პერსონიფიცირდება მიწის ღვთაებაში, ხოლო მამრული – ცის ღვთაებაში, რომელიც წვიმის, მეხისა თუ მეტეორიტის მეშვეობით ანაყოფიერებს მიწას. საბოლოოდ, ნ. ნიკოლოზიშვილი მიდის დასკვნამდე, რომ გაცი–გას კულტი უნდა ყოფილიყო ელინისტური კიბელა–ატისის მსგავსი კულტი, რომელიც აზომ, ალექსანდრე მაკედონელის მხედართმთავარმა შემოიტანა ქართლში.<ref>ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, ქართლი ელინიზმისა და ქრისტიანობსი სათავეებთან "მოქცევაჲ ქართლისაჲ"–ს და "ქართველ მეფეთა ცხოვრების მიხედვით", დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, თბ., 2006, გვ. 85–93</ref>
 
 
==სქოლიო==
 
{{სქოლიო}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გაცი_და_გაიმი“-დან