მოქცევაჲ ქართლისაჲ: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
87.197.138.63-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა ბოლოს Zangala-ის მიერ რედაქტირებული ვერს�
ხაზი 1:
'''„მოქცევაჲ ქართლისაჲ“''', ჩვენამდე მოღწეული პირველი ქართული ისტორიული თხზულება. ცნობილია შატბერდული, ჭელიშური და სინური (N/SIN48 და N/SIN50)ჭელიშური რედაქციები.
 
შატბერდის კრებული, რომელიც აღმოჩნდა (1888) და გამოაქვეყნა (1890) [[ექვთიმე თაყაიშვილი|ექვთიმე თაყაიშვილმა]], გადაწერილია X საუკუნის 70-იან წლებში [[შატბერდი|შატბერდის მონასტერში]] იოანე ბერას ხელმძღვანელობით. ჭელიშის კრებული (მიაკვლიეს 1903 წელს ჭელიშის მონასტერში) შედგება 2 ნაწილისაგან. „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ მოთავსებულია კრებულის იმ ნაწილში, რომელიც XIV-XV საუკუნეებში უნდა იყოს გადაწერილი. ენობრივი თვალსაზრისით ეს რედაქცია დაახლოებით შატბერდულის ხანისაა, თუმცა ძეგლის ორთოგრაფია და ფონეტიკა გადამწერის მიერ ძლიერ არის დამახინჯებული. ორივე რედაქცია ნაკლულია. ჭელიშურს დასაწყისში აკლია ფურცლები, შატბერდულს შიგნით. ჭელიშური რედაქცია უფრო ვრცელი და მრავალსიტყვიანია, თუმცა შატბერდული ბევრად უფრო უხვია ცნობებით. სავარაუდოა, რომ ეს ცნობები შემატებულია. ამას მოწმობს მის გავრცობილ ნაწილში [[ბაღდადი|ქ. ბაღდადის]] დასახელება, რაც IX საუკუნის შემდეგდროინდელ გლოსაზე უნდა მიგვითითებდეს.