ელეფთერ ღვალაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
კატეგორია
ხაზი 1:
'''ელეფთერ ღვალაძე''' ([[1879]], სოფ. [[მორძგვეთი]] ([[ჭიათურა|ჭიათურის რაიონი]]) - [[1955]], [[თბილისი]]), ცნობილი [[ქართველები|ქართველი]] პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, [[საქართველო|საქართველოს]] დამსახურებული მასწავლებელი, გამოჩენილი მეცნიერ-ბიოქიმიკოსის, პროფესორ [[ღვალაძე, ვარლამ|ვარლამ ღვალაძის]] უფროსი ძმა.
 
დაიბადა ზემო [[იმერეთი|იმერეთის]] სოფელ მორძგვეთში, სადაც მსახურობდა მამამისი, დეკანოზი '''ზაქარია ღვალაძე'''. წარმოშობით ელეფთერ ღვალაძე იყო სოფ. [[სვერი|სვერიდან]]დან ([[ჭიათურა|ჭიათურის რაიონი]]).
 
დაამთავრა საოსტატო სემინარია და ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ჭიათურასა და თბილისში. იგი იყო ჭიათურის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორი (ამ სასწავლებელში ასწავლიდა აგრეთვე ცნობილი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე [[გომელაური, ივანე|ივანე (ვანო) გომელაური]]). ელ. ღვალაძე არჩეული იყო [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების]] წევრად და ამ საზოგადოების ჭიათურის განყოფილების მდივნად. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა [[ჭავჭავაძე, ილია|ილია ჭავჭავაძესთან]], [[გოგებაშვილი, იაკობ|იაკობ გოგებაშვილთან]], [[წერეთელი, აკაკი|აკაკი წერეთელთან]], [[წერეთელი, ვასილ|ვასილ წერეთელთან]], [[აბაშიძე, კიტა|კიტა აბაშიძესთან]] და სხვა გამოჩენილ მოღვაწეებთან. [[1907]] წელს ხელმძღვანელობდა ჭიათურის პედაგოგთა დელეგაციას ილია ჭავჭავაძის დაკრძალვაზე.
 
[[კატეგორია:ქართველები]]