ამენჰოტეპ II: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: yo:Amenhotep II
Robot: Cosmetic changes
ხაზი 5:
სანამ მამა დაახლოვებდა ამენხოტებს ტახტთან, იგი [[ქურუმი]] იყო, თუმცა ბუნებით სამხედრო იყო. ძველი ეგვიპტური წყაროების თანახმად ამენხოტები არნახული ძალით და ამტანობით გამოირჩეოდა. მისი მშვილდის დაჭიმვა არცერთ ეგვიპტელს და უცხოელს არ შეეძლო. თუ კი ტუტმოსის მიერ ნატყორცნი ისარი ხვრიტავდა სპილენძის სამიზნეს და სამიმტკაველით გამოდიოდა, ამენხოტების ნატყორცნი ისარი ხვრიტავდა სამიზნეს და მეორე მხარეს მიწაზე ეცემოდა. ამის გარდა იგი დაიღალავი მენიჩბე იყო და უყვარდა ცხენები. როდესაც ამენხოტეპი 18 წლის გახდა, მამამ იგი თანამმართველი გახადა, თუმცა ძალაუფლება მას ხელში მხოლოდ ტუტმოსის სიკვდილის შემდეგ ჩაუვარდა.
 
ამენხოტეპმა განაგრძო მამის დამპყრობლური პოლიტიკა. დაახლოვებით [[ძვ. წ. 1431]] პირველად გაილაშქრა [[პალესტინა]]ში. დაამარცხა სირიელები ქალაქ [[შამში-ადუმუ]]სთან, გადაკვეთა მდინარე [[ორონტი]] და [[ეფრატი]]ს ნაპირებამდე მივიდა. ქალაქების თავები მოდიოდნენ მასთან ერთგულების დასამტკიცებლად. ამ ომის დროს დიდი ბრძოლები არ იყო, თუმცა ამენხოტებს საკმარისი შემთხვევები ჰქონდა ეჩვენებინა თავისი მოხერხებულობა. წერენ, რომ ერთხელ იგი მარტო წავიდა დაუმორჩილებელ ქალაქ [[ხაშაბუ]]სთან, მარტომ მოკლა 20 სირიელი, და დაბრუნდა უვნებელი ბანაკში 16 ტყვეთი და 60 [[ხარი]]თ. კატნასთან ბრძოლაში, ფარაობმა თავისი ხელით მოკლა მტრების მეთაური. [[ტახსი]]ში და [[კელესირია]]ში მათ კომბალით მოკლა 7 დაუმორჩილებელი დიდებული. ეგვიპტეში დაბრუნებისას კი მათი გვამები გემის ცხვირზე გადმოკიდა.
 
[[ძვ. წ. 1429]] წელს ამენხოტეპმა მეორედ გაილაშქრა [[სირია]]ზე, რეჩენუში აჯანყებულთა წინააღმდეგ და იქიდან 90 000 ტყვე წამოიყვანა. ამის შემდეგ ქვეყანაში მშვიდობა დამყარდა. ყოველ შემთხვევაში ფარაონის ჩანაწერები არ იუწყებიან სხვა ომებზე.
 
* Рыжов, K. (2001). ''Энциклопедия - Все монархи мира - Древний Восток''. Вече, Москва. ISBN 5-7838-0829-6
 
[[კატეგორია:XVIII დინასტია]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ამენჰოტეპ_II“-დან