ალექსანდრე ერისთავი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Robot: Cosmetic changes
Robot: Cosmetic changes
ხაზი 21:
'''ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ერისთავი''' (დ. [[5 ივლისი]], [[1873]], [[თბილისი]], — [[10 თებერვალი]] [[1955]], [[პარიზი]]), ქართველი სამხედრო-მოღვაწე, გენერალ-ლეიტენანტი (1917).
 
[[ქსნის საერისთავო|ქსნის ერისთავთა]] შთამომავალი. 1892 წ. დაამთავრა [[ტფილისის კადეტთა კორპუსი]] და სამხედრო სამსახურში შევიდა. 1895 წ. პოდპორუჩიკის ჩინით დაამთავრა მიხეილის საარტილერიო სასწავლებელი და გაამწესეს [[ლაიბ-გვარდია|ლაიბ-გვარდიის]] ცხენოსან არტილერიაში. დაამთავრა მიხეილის საარტილერიო აკადემია (1903) და ოფიცერთა საარტილერიო სკოლა (1907). მონაწილეობდა [[რუსეთ-იაპონიის ომი|რუსეთ-იაპონიის ომში]] (1904-05); პოლკოვნიკი (1908). [[პირველი მსოფლიო ომი]]ს დროს თავი გამოიჩინა კაუშენის ბრძოლაში (1914 წ. 6 აგვ.) და მიიღო გენერალ-მაიორის წოდება; მეთაურობდა კავალერგარდის პოლკს, გვარიის კავალერიის ბრიგადას, დივიზიას. 1917 წ. აგვისტოში დაინიშნა კავკასიის მე-3 არმიული კორპუსის მეთაურად და მიიღო გენერალ-ლეიტენანტის ჩინი. 1917 წ. [[ოქტომბრის გადატრიალება|ოქტომბრის ბოლშევიკური გადატრიალების]] შემდეგ [[საქართველო]]ში დაბრუნდა და ქართული არმიის რიგებში ჩადგა. [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის]] მთავრობის დავალებით იმყოფებოდა [[ანკარა]]ში, საიდანაც, საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] გადასახლდა. აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის საიმპერატორო არმიის ყოფილი ოფიცრების ემიგრანტულ ორგანიზაციებში.
 
== რესურსები ინტერნეტში ==