ადიგენის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Robot: Cosmetic changes
Robot: Cosmetic changes
ხაზი 15:
}}
 
'''ადიგენის მუნიციპალიტეტი''' — მუნიციპალიტეტის სამხრეთ საქართველოში, [[სამცხე-ჯავახეთის მხარე]]ში. [[1917]] წლამდე შედიოდა [[თბილისის გუბერნია|თბილისის გუბერნიის]] [[ახალციხის მაზრა]]ში, 1917–30 წლებში — ახალციხის მაზრაში, [[1930]] წლიდან ცალკე რაიონია.
 
ადიგენის მუნიციპალიტეტს დასავლეთით ესაზღვრება [[აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა]], ჩრდილოეთით - [[ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი|ჩოხატაურის]], [[ვანის მუნიციპალიტეტი|ვანის]], [[ბაღდათის მუნიციპალიტეტი|ბაღდათის]] მუნიციპალიტეტები, აღმოსავლეთით - [[ახალციხის მუნიციპალიტეტი]], სამხრეთი საზღვარი ემთხვევა [[საქართველო]]-[[თურქეთი]]ს სახელმწიფო საზღვარს.
 
== ბუნება ==
ხაზი 37:
მოსახლეობის რიცხოვნობა — 20 400 კაცი; სიმჭიდროვე — 26 კაცი კვ.კმ-ზე. ქალაქის მოსახლეობა 2348 კაცია, სოფლის მოსახლეობა 19284 კაცი. მათ შორის: 97 % - [[ქართველები|ქართველია]], 1,7 % - [[სომხები|სომეხი]], მცირე რაოდენობით ცხოვრობენ [[რუსები]], [[აფხაზები]], [[ოსები]].
 
[[1944]] წელს მუსლიმი მესხების (28000 კაცი) გასახლების შემდეგ, საქართველოს სხვადსახვა კუთხეებიდან ადგიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლდნენ [[იმერლები]] (36%), [[რაჭველები]] (7%), [[აჭარლები]] (20%). ადგილობრივი მესხები შეადგენენ მოსახლეობის 32 %-ს.
 
== ადგილობრივი თვითმმართველობა ==
 
მუნიციპალიტეტი მოიცავს ორ ურბანულ დასახლებას: დაბა [[ადიგენი|ადიგენს]], რომელიც ამავე დროს მუნიციპალიტეტის ცენტრს წარმოადგენს და კურორტ [[აბასთუმანი|აბასთუმანს]]. მუნიციპალიტეტში არის 55 სოფელი. ყველა დასახლება გაერთიანებულია 15 ტერიტორიულ ერთეულში, რომლებსაც ხელმძღვანელობენ მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ დანიშნული რწმუნებულები.
 
ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა საკრებულო, აღმასრულებელი ორგანო — რაიონის გამგეობა. მმართველობის ტერიტორიული ერთეულებია: [[ადიგენი]], [[აბასთუმანი]]; [[არალი]], [[ბენარი]], [[ბოლაჯური]], [[გორგული]], [[ვარხანი]], [[ზანავი]], [[ლელოვანი]], [[მლაში]], [[მოხი]], [[უდე]], [[ფხერო]], [[ჩორჩანი]], [[ჭეჭლი]].
ხაზი 55:
== კულტურა ==
 
მუნიციპალიტეტში 25 საჯარო [[სკოლა]]ა და 6 საბავშვო ბაღია. არის ასევე სამუსიკო და სასპორტო მუნიციპალური სკოლები. ყანობილის მთაზე მდებარეობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია. მუნიციპალიტეტში არის კულტურის ცენტრი. ცენტრთან ჩამოყალიბებულია ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ჭულე”, ანსამბლი ,,ზარზმა”, აგრეთვე ვოკალური ჯგუფი ,,ანცები”. მუნიციპალიტეტში არის [[ბიბლიოთეკა]], რომლის წიგანადი ფონდია 88551 ც.
 
მუნიციპალიტეტის მაშტაბით ყოველწლიურად ტარდება პოპულარული სახალხო დღესასწაულები ,,ზარზმობა”, ,,შუამთობა”, ,,მაღალ მთობა” და ძველი თეატრალური სანახაობა ,,ბერობანა”.
 
== ღირსშესანიშნაობანი ==