'''ზიარება''', [[ქრისტიანობა|ქრისტიანული რელიგიის]] ერთ-ერთი მთავარი საიდუმლო - მორწმუნის მიერ [[ქრიესტექრისტე]]ს სისხლისა და ხორცის მიღება. საგანგებო ღვთისმსახურების - [[ლიტურგია|წირვის]] დროს, პური და ღვინო სიმბოლურად ქრისტეს ხორცად და სისხლად იქცევა, რომლის მიღებით მორწმუნე ქრისტეს სიწმინდეს ეზიარება და ცოდვებისაგან იწმინდება, რათა საიქიოში ცხონდეს. [[მართლმადიდებლური ეკლესია|მართლმადიდებლური ეკლესიის]] წესით ზიარება ყველა მორწმუნეს შეუძლია, [[კათოლიციზმი|კათოლიკურით]] - მხოლოდ სამღვდელოებას. საეკლესიო მოძღვრება ზიარების საიდუმლოს დაწესებას იესო ქრისტეს მიაწერს (მისი ვნების წინ, [[საიდუმლო სერობა|საიდუმლო სერობის]] დროს). ზიარების საიდუმლო სიმბოლურად გამოხატავს მორწმუნეთა მიერ ქრისტესადმი სამადლობელო (უსისხლო) მსხვერპლს. ასეთ გაგებას ეფუძნება ზიარების ბერძნული სახელწოდება ევქარისტია ("მადლობა").