კაცხის სვეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ლიტერატურა: კატეგორია
+სურათი, commonscat
ხაზი 1:
[[სურათი:Katskhi column2.JPG|მინი|მარჯვნივ|კაცხის სვეტი]]
'''კაცხის სვეტი''', კირქვის სვეტისებრი დენუდაციური „მოწმე“ — შთენილი კლდე მდებარეობს [[ჭიათურის რაიონი]]ს ტერიტორიაზე, [[მდინარე]]ების [[კაცხურა|კაცხურისა]] ([[ყვირილა|ყვირილის]] მარჯვენა შენაკადი) და [[ღვითორი (მდინარე)|ღვითორი]]ს ([[ბუჯა|ბუჯი]]ს მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფზე. სიმაღლე 40 მეტრია. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ კაცხის სვეტი თავდაპირველად [[მონოფიზიტობა|მონოფიზიტ]] განდეგილთა სამყოფელს წარმოადგენდა, თუმცა ეს მოსაზრება საყოველთაოდ არაა გაზიარებული, სათანადო არგუმენტაციის არქონის გამო. სვეტის ზედა ბაქანზე დგას ორი მცირე ზომის ეკლესია (დღეისათვის ისინი ნანგრევების სახითაა შემორჩენილი). ასეთ ადგილებში სამლოცველოების აგებას მკვლევრები უკავშირებენ მესვეტეობას, რომელიც VI საუკუნეში გავრცელებული იყო ქინა აზიასა და, უპირველეს ყოვლისა, სირიაში, რომელთანაც ქრისტიანულ საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა. ერთი ეკლესია (V ს.) მშრალადაა ნაშენი ადგილობრივად მოპოვებული უხეშად დამუშავებული ქვით, აფსიდი კლდეშია გამოკვეთილი. მეორე (VI ს.) ნაგებია ქვემოდან აზიდული კარგად გათლილი კვადრებით, აქვს კრიპტა (ქვედა სართული - სამარხი). არავინ იცის ზუსტად როდის შეწყდა რელიგიური ცხოვრება კაცხის სვეტზე, მაგრამ [[ვახუშტი ბატონიშვილი]]ს დროს აქ ბერები აღარ მოღვაწეობდნენ. კაცხის სვეტის არქიტექტურული ძეგლები 1944 წელს [[ალექსანდრე ჯაფარიძე|ალექსანდრე ჯაფარიძის]] ხელმძღვანელობით მთასვლელთა ჯგუფმა ინახულა. დღეისათვის კაცხის სვეტზე ასვლა ალპინისტური აღჭურვილობის გარეშე შეუძლებელია, თუმცა უკვე მიმდინარეობს ასასვლელის მშენებლობა, რაც უახლოეს მომავალში ნებისმიერ მსურველს მისცემს საშუალებას უფრო ახლოს გაეცნოს ამ იდუმალ ისტორიულ ძეგლს.
 
Line 5 ⟶ 6:
 
==ლიტერატურა==
{{commonscat|Katskhi Column}}
* ''ცინცაძე ვ.,'' კაცხის „სვეტი“, «საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე», 1946, ტ. 7, № 8;
* ''მარუაშვილი ლ., საღარაძე შ.,'' ქსე, ტ. 5, გვ. 445, თბ., 1980
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კაცხის_სვეტი“-დან