ალექსანდრე წერეთელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ალექსანდრე წერეთელი''' (* [[1889]] წლის [[1 ნოემბერი]], სოფ. [[ცხრუკვეთი]] ([[ჭიათურა|ჭიათურის]] რაიონი) ― † [[1967]] წლის [[29 მარტი]], [[თბილისი]]), გამოჩენილი [[ქართველები|ქართველი]] მეცნიერი-ისტორიკოსი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ძველი მსოფლიოს ისტორიის ქართული სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
 
დაიბადა ზემო [[იმერეთიიმერეთის მხარე|იმერეთის]] ერთ-ერთ ულამაზეს სოფელ ცხრუკვეთში, თვალსაჩინო სასულიერო და საზოგადო მოღვაწის, არქიმანდრიტ '''იოსებ წერეთლის''' ოჯახში.
 
===განათლება===
 
[[1909]] წელს ალექსანდრე წერეთელმა დაამთავრა [[ქუთაისი|ქუთაისის]] რეალური სასწავლებელი, ხოლო [[1915]] წელს [[ხარკოვი|ხარკოვის]] უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ძველი მსოფლიოს ისტორიის სპეციალობით. აქ მისი მასწავლებელი იყო მსოფლიო სახელის მქონე მეცნიერი, აკადემიკოსი '''ვ. ბუზესკული'''. სწავლის პარალელურად, [[1911]]-[[1915]] წლებში წერეთელი აქტიურად თანამშრომლობდა ხარკოვის გაზეთში "უტრო", რომლის ფურცლებზე გამოქვეყნდა მისი მრავალი სტატია ქართული ლიტერატურის ისტორიისა და საქართველოს ისტორიის საკითხებზე.
 
===ალ. წერეთლის მოღვაწეობა 1915-1921 წლებში===
 
ხარკოვის უნივერსიტეტის დასრულებისთანავე ალექსანდრე წერეთელი სამშობლოში დაბრუნდა და შეუდგა აქტიურ პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას. [[1915]]-[[1918]] წლებში იგი ძველი მსოფლიოს და [[საქართველო|საქართველოს]] ისტორიას ასწავლიდა ქუთაისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში, რომელიც თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიასთან ერთად ქართული ეროვნული განათლების უმნიშვნელოვანეს კერას წარმოადგენდა. აქ მოღვაწეობდნენ ქართული პედაგოგიური აზრის გამოჩენილი წარმომადგენლები [[ოცხელი, იოსებ|იოსებ ოცხელი]] და [[ხუნდაძე, სილოვან|სილოვან ხუნდაძე]]. გარდა ამისა, ალ. წერეთელი ლექციებს კითხულობდა ქუთაისის ცნობილ სახალხო უნივერსიტეტში. მისი ნარკვევები და სტატიები ხშირად იბეჭდებოდა ქუთათურ პერიოდულ პრესაში. [[1918]] წელს ქუთაისში გამოიცა მისი სახელმძღვანელო "ძველი ისტორია". იმავე წელს აირჩიეს საქართველოს მწერალთა ახლადდაარსებული კავშირის წევრად.
 
ალ. წერეთელმა მნიშვნელოვანი ამაგი დასდო [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის]] (თსუ) დაფუძნების საქმეს: [[1917]]-[[1918]] წლებში იგი იყო თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი. უნივერსიტეტის დაარსებისთანავე იგი მიღებულ იქნა მის ასპირანტად.
 
წერეთელი ეწეოდა აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობასაც. იგი გახლდათ ქართველ სოციალ-ფედერალისტთა პარტიის თვალსაჩინო წევრი. [[1919]]-[[1921]] წლებში არჩეული იყო [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის]] (1918-1921) ეროვნული პარლამენტის - დამფუძნებელი კრების წევრი.
ხაზი 17:
===1921-1935===
 
[[1921]] წლის [[25 თებერვალი|25 თებერვალს]] ბოლშევიკური [[რუსეთი|რუსეთის]] წითელმა არმიამ მოახდინა საქართველოს ოკუპაცია. ამის შემდეგ, [[1921]]-[[1924]] წლებში ალექსანდრე წერეთელი მონაწილეობდა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, თუმცა, მხარს არ უჭერდა შეიარაღებულ ამბოხებას, მიაჩნდა რა, რომ ეს შეიძლებოდა საბედისწერო ყოფილიყო ქართველი ერისათვის.
 
ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, [[1922]] წლიდან ალ. წერეთელი მიწვეულ იქნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი მსოფლიოს ისტორიის ლექტორად. [[1927]] წელს მონოგრაფიისათვის "ლუკიანე სამოსატელი" მას მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. [[1927]]-[[1935]] წლებში იგი იყო თსუ-ის ძველი მსოფლიოს ისტორიის კათედრის გამგე. ამ წლებში გამოიცა მისი მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოები: "ძველი აღმოსავლეთი" (ორ ნაწილად, 1925, 1935), "სკოლა და სახალხო განათლება ძველ საბერძნეთში" (1923), "ძველი საბერძნეთი" (ორ ნაწილად, 1929, 1932), "ხეთელები და მათი ქვეყანა" (1931) და სხვა. ამავე პერიოდში გამოიცა მისი მონოგრაფიები: "კრეტა-მიკენის ანუ ეგეოსის კულტურა" და "ლუკიანე სამოსატელი".
ხაზი 25:
===1935-1955===
 
[[1935]] წელს ალექსანდრე წერეთელი დაპატიმრებულ იქნა. იმავე წელს "შინსახკომის" ე.წ. დიდმა სამეულმა ლ. ბერიას თაოსნობით მას მიუსაჯა გადასახლება. [[1955]] წლის დამლევამდე იგი გადასახლებული იყო [[შუა აზია|შუა აზიაში]]ში.
 
===1955-1967===