კარდინალი (რელიგია): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დამატება
ოხ, ეს ბმულები....
ხაზი 1:
{{მმ*|კარდინალი}}
'''კარდინალი''' ([[ლათ.]] cardinalis - მთავარი) – [[რომის კათოლიკური ეკლესია|კათოლიკურ ეკლესიაში]] უმაღლესი სასულიერო პირი [[რომის პაპი]]ს შემდეგ, ეკლესიას პაპთან ერთან მართავს კარდინალთა კოლეგია (სათავეში უდგას დეკანი). [[ლატერანის მესამე საეკლესიო კრება|ლატერანის საეკლესიო კრების]] ([[1179]]) დადგენილებით, კარდინალთა კოლეგია ირჩევს პაპს, კარდინალებს კი ნიშნავს პაპი.[[სიქსტ V]]-ის დადგენილებით (1586), კარდინალთა რაოდენობა 70-ს არ უნდა აღემატებოდეს. XX საუკუნის შუა წლებამდე კარდინალებად უმეტესად იტალიელებს ირჩევდნენ. პაპებმა [[იოანე XXIII]]-მ და [[პავლე VI]]-მ კარდინალთა რაოდენობა გაზარდეს:[[1969]] წელს კარდინალთა კოლეგიაში 131 წევრი შედიოდა, მათ შორის იყვნენ ეპისკოპოსები აზიისა და აფრიკის ქვეყნებიდან. რომში მცხოვრები კარდინალები (კურიის კარდინალები) ხელმძღვანელობენ ვატიკანის ცენტრალურ ორგანოებს - კონგრეგაციებს, ტრიბუნალებს და სხვა. იერარქიულად კარდინალები 3 ხარისხად იყოფიან: კარდინალ-ეპისკოპოსები, კარდინალ-პრესვიტერები, კარდინალ-დიაკვნები.
==ლიტერატურა==
* ქსე, ტ. 5, გვ. 399, თბ., 1980