მირონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მირონი
+ბმული
ხაზი 1:
[[File:OleaSancta.JPG|thumb|right|მირონი]]
'''მირონი''', მცენარეული სურნელოვანი ზეთი, იხმარება [[ქრისტიანობა|ქრისტიანულ]] ეკლესიაში [[მირონცხება|მირონცხების]] საიდუმლოს შესრულების დროს, ტაძრისა და წმინდა ტრაპეზის კურთხევისას, აგრეთვე მეფის კურთხევაზე, გადმოცემის თანახმად, [[საქართველო]]ში წმინდა მირონი გადმოდიოდა [[მცხეთა]]ში იმ ხიდან, რომელიც [[იესო ქრისტე]]ს მიწაში დაფლულ კვართზე იყო ამოსული. შემდგომში იმ ადგილზე [[სვეტიცხოველი|სვეტიცხოვლის ტაძარი]] აუგიათ. ამჟამად მირონს ამზადებენ 30-ზე მეტი სურნელოვანი ნივთიერებისაგან ([[ზეითუნის ზეთი]], თეთრი ღვინო, [[საკმელი]], სხვადასხვა ყვავილი, [[ვარდის ზეთი]] და სხვა). მირონი მზადდება ყველა დამოუკიდებელ ეკლესიაში, ეს არის ეკლესიის [[ავტოკეფალია|ავტოკეფალიის]] ერთ-ერთი ნიშანი. მირონის ხარშვა იწყება [[აღდგომა|აღდგომის]] წინ, [[დიდი ორშაბათი|დიდ ორშაბათს]], და 3 დღეს გრძელდება. მირონს აკურთხებს [[პატრიარქი]] საპატრიარქო ტაძარში, საზეიმო წირვის შესრულების დროს. საქართველოში მირონს აკურთხებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
 
==ლიტერატურა==
* [[ქსე]], ტ. 7, გვ. 13, თბ., 1984
 
[[კატეგორია:ზეთები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მირონი“-დან