დმანისის სიონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+მმ
ხაზი 1:
{{მრავალმნიშვნელოვნება*|სიონი}}
[[ფაილი:Dmanisissioni.jpg|thumb|200px|დმანისის სიონი]]'''დმანისის სიონი''' - VI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი სამეკლესიიანი ბაზილიკის ტიპისა, სოფ. [[პატარა დმანისი]]ს მახლობლად, ნაქალაქარ დმანისში. საშენი მასალისა და მორთულობის ხასიათით უახლოვდება [[ბოლნისის სიონი|ბოლნისის სიონსა]] და [[ქვემო ბოლნისის სამეკლესიიან ბაზილიკა]]ს. თავდაპირველი სახით მხოლოდ შუა ნავმა მოაღწია, გვერდითი ნაწილები მნიშვნელოვნად არის გადაკეთებული. დმანისის სიონი ნაგებია მცირე ზომის რუხი ფერის მქისედ დამუშვებული ქვით, გამოუყენებიათ აგური და რიყის ქვაც, კონსტრუქციულად მნიშვნელოვანი ნაწილები ამოყვანილია სუფთად გათლილი კვადრებით. გადახურულია ბრტყელი ქვის ფილებით, სამხრეთიდან ტაძარს მიშენებული აქვს კარიბჭე და სანათლავი, ჩრდილოეთიდან - სამკვეთლო. ტაძარი შიგნიდან მოხატული ყოფილა - საკურთხეველში შემორჩენილის წმინდანთა გამოსახულებანი და წარწერები. მოგვიანებით, [[1213]]-[[1222]] წლებს შორის, [[ლაშა-გიორგი]]ს მეფობაში დასავლეთიდან ტაძრისათვის მდიდტულად მოჩუწურთმებული კარიბჭე მიუშენებიათ. იგი ძირითადი ნაგებობისაგან განსხვავდება სტილითია და მორთულობის ხასიათით.კარიბჭეს სამივე ფასადი, ყველა სვეტი და თაღი მოპირკეთებულია ღია მწვანე თლილი ქვის ფილებით; გადახურულია ოთხ ბოძზე ამოყვანილი, თაღბზე დაყრდნობილი კამარით. კარიბჭეს ერთ-ერთ წარწერაში მოხსენიებულია ლაშა-გიორგი.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დმანისის_სიონი“-დან