გიორგი IV გურიელი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
'''გიორგი IV გურიელი''', გურიის მთავარი [[1711]]-[[1726]], დროგამოშვებით. [[მამია III გურიელი | მამია გურიელის]] ძე. [[1711]] გურიელად დასვა მამამ, რომელიც მაშინ იმერეთის მეფე იყო, [[1712]]-[[1714]] ტახტი წაართვა ძმამ [[ლევან I გურიელი, მამია III გურიელის ძე | ლევან I გურიელმა]]. [[1716]] გიორგი IV გურიელი იმერეთში გამეფდა, მაგრამ მალე იძულებული გახდა გურიაში დაბრუნებულიყო. [[1717]] გააძევა ძმამ [[ქაიხოსრო III გურიელი | ქაიხოსრო III გურიელმა]]. იმავე წელს ოსმალთა დახმარებით ტახტი დაიბრუნა. [[1717]] [[ბეჟან დადიანი | ბეჟან დადიანმა]] გააძევა სამთავროდან, მაგრამ მაშინვე შეძლო ძალაუფლების დაბრუნება. ახლო კავშირი ჰქონდა [[ვახტანგ VI | ვახტანგ VI-თან]] და მისი შემწეობით ცდილობდა ოსმალთა მიერ მიტაცებული ბათომ-ჩაქვის მხარეთა დაბრუნებას.