ქაიხოსრო ბატონიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
(განსხვავება არ არის)

21:04, 18 ივნისი 2005-ის ვერსია

ქაიხოსრო ბატონიშვილი (― † 25 ოქტომბერი. 1829, ჩარშამბა, თურქეთი), გიორგი V გურიელის ვაჟი. გურიის სამთავროს რეგენტი 1797-1809, განათლება მიიღო გელათში, სადაც ბერად აღკვეცილი საეპისკოპოსოდ (შემოქმედის) ემზადებოდა. 1797 ერისკაცობას დაუბრუნდა და გურიაში ჩავიდა. მამია V გურიელის მცირეწლოვანებაში სამთავროს განაგებდა და ფლობდა საშემოქმედლოს ეკლესიის ყმა-მამულს. ენერგიული საქმიანობით შეკვეცა ფეოდალთა თვითნებობა და გააძლიერება მთავრის ხელისუფლება. მოიწვია საეკლესიო კრება და აკრძალა ტყვეებით ვაჭრობა (ტყვეებით მოვაჭრეებს სიკვდილით სჯიდა). მოაწესრიგა ვაჭრობა. საგარეო ურთიერთობაში ანტითურქულ პოლიტიკას ატარებდა და მხარს უჭერდა გურიის სამთავროს რუსეთთან კავშირს გეორგიევსკის ტრაქტატის პირობების მიხედვით. 1820 წინ აღუდგა ეგზარქოს თეოფილაქტეს საეკლესიო რეფორმას და შეიფარა იმერეთის აჯანყების მეთაური ივანე აბაშიძე. აჯანყების დამარცხების შემდეგ თურქეთში გადაიხვეწა.