ისაყ I: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
(განსხვავება არ არის)

18:57, 17 ივნისი 2005-ის ვერსია

ისაყ I ჯაყელი, ახალციხის ფაშა 1701-1745 დროგამოშვებით. მამა მცირეწლოვანს გარდაეცვალა და საფაშო ტახტი ბიძამ სალიმმა წაართვა. სალიმის გარდაცვალების შემდეგ (1701) ფაშობაზე პრეტენზია განაცხადა სალიმის შვილმა ასლანმა. ბიძაშვილთან ბრძოლაში ისაყ I-მა რამდენჯერმე დაკარგა საფაშო ტახტი. დაახლოებით 1718-იდან, ძალაუფლების საბოლოოდ განმტკიცების შემდეგ, იგი აქტიურად მონაწილეობდა 1723-1724 ოსმალთა მიერ ამიერკავკასიის ქვეყნების და კერძოდ, საქართველოს დაპრობაში. 1727, იესე მეფის გარდაცვალების შემდეგ, სულთანმა ისაყ I ქართლის მმართველად დაადგინა და კახეთის დაპყრობაც დაავალა. XVIII საუკუნის 30-იანი წლების შემდეგ ისაყ I-ს მორჩილებდა საკუთრივ საქართველო, ლორე, ყაზახ-შამშადილი, შაქი. ისაყ I დაპყრობილ მხარეებში ცდილობდა ოსმალურ სოციალურ-პოლიტიკური სისტემის შემოღებას და მაჰმადიანობის გავრცელებას. მის დროს გახშირდა ლეკიანობა, ტყვეებით ვაჭრობა, გაუკაცრიელდა სოფლები და მხარეები. 1735, როცა ოსმალობა ყიზილბაშობამ შეცვალა, ისაყ I თბილისიდან ახალციხეში ჩავიდა და სამემკვიდრო ტახტზე დაჯდა. 1737 ტახტი შვილს, იუსუფ III-ს დაუთმო. მისი გარდაცვალების შემდეგ კი 1744, ისაყ I მეოთხედ დაუბრუნდა ტახტს.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ისაყ_I&oldid=11443“-დან